ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დევნილების მიღებაზე უარის თქმა არალეგალურია


შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობა აცხადებს, რომ შტატის ოფიციალურ პირებს არ აქვთ კანონით მინიჭებული უფლება სირიიდან დევნილებს საკუთარ შტატებში თავშესაფარზე უარი უთხრან. ამის შესახებ დევნილთა განსახლების ოფისის დირექტორის განცხადება ოთხშაბათს გავრცელდა.

პროგრამის დირექტორი რობერტ კარეი ამბობს, რომ შტატებს არ შეუძლიათ დაბადების ადგილის, ან რელიგიური ნიშნით დევნილებს უარი უთხრან და ფედერალური მთავრობის მიერ სუბსიდირებულ მომსახურებაზე უარი განაცხადონ. ნებისმიერი შტატი, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს, კანონის დამრღვევად ჩაითვლება, აღნიშნავს კარეი “ჰიუსტონ ქრონიკლის” მიერ გამოქვეყნებულ მასალაში. ამერიკის შტატების უმეტეს ნაწილში, რომელთაც ძირითადად რესპუბლიკელები მართავენ, გუბერნატორები აცხადებენ, რომ უსაფრთხოების მოსაზრებით სირიიდან დევნილების მიღების პროცესს შეაჩერებენ.

XS
SM
MD
LG