ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონფედერაციის დროშა შესაძლოა დაუშვან


სამხრეთ კაროლინაში შეკრებილი დემონსტრანტები კონფედერაციის დროშის საზოგადოებრივ ადგილებში გამოფენის წინააღმდეგ გამოდიან, რადგან მას რასიზმის და მონობის სიმბოლოდ მიიჩნევენ.

სამხრეთ კაროლინის შტატის კანონმდებლები სამოქალაქო ომის დროინდელი კონფედერაციის დროშის მოხსნის საკითხს განიხილავენ. დროშა შტატის კაპიტოლიუმის შენობის თავზე 50 წელზე მეტი ხნის წინ აღმართეს. შტატის სენატში დროშის მოხსნის თაობაზე წინადადება სამხრეთ კაროლინის შტატის გუბერნატორის ნიკი ჰეილის ინიციატივით შევიდა.

საკითხის განხილვა ჩრდილოეთ კაროლინის ეკლესიაში მომხდარი მკვლელობის შემდეგ დაწყებული საზოგადოებრივი პროტესტის გაგრძელებაა. დემონსტრანტები, რომლებიც ყოველკვირეულად იკრიბებიან, დროშის საზოგადოებრივ ადგილებში გამოფენის წინააღმდეგ გამოდიან. ისინი თვლიან, რომ კონფედერაციის დროშა რასიზმის და მონობის სიმბოლოა. დემონსტრაციები საწინააღმდეგო აზრის მქონე ჯგუფებმაც გამართეს.

XS
SM
MD
LG