სამშაბათი, 18 ივნისი, 2013

ახალი ამბები

ჰეილი რეინჰარტის დებიუტი

ამერიკის ამომავალი პოპ-ვარსკვლავი პირველ ალბომს უშვებს

x
ტექსტის ზომა - +
რეალითი-შოუ „ამერიქან აიდოლი“ (American Idol) შეერთებულ შტატებში ბოლო ათი წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო  გადაცემაა. ამ ხნის მანძილზე მუსიკალური კონკურსის არაერთმა გამარჯვებულმა დაიწყო წარმატებული კარიერა. მათ შორის არიან მომღერლები კელი კლარკსონი, ქერი ანდერვუდი, ადამ ლამბერტი, სკოტ მაკგრეარი და სხვა. შემსრულებელთა რიგებს სულ ახლახან „აიდოლის“ მეათე სეზონის ფინალისტი, ჰეილი რეინჰარტიც შეუერთდა, რომლის სადებიუტო ალბომი „ლისენ აფ“ (Listen Up) ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
 
ჰეილი ამბობს, რომ კომპოზიტორებმა მას 100-მდე სიმღერა დაუწერეს და მათგან მხოლოდ 13-ის არჩევა შეძლო.
 
პროდიუსერებს ყოველდღე ვხვდებოდი, 3 თვის მანძილზე 30 სიმღერა ჩავწერეთ, არჩევა ცოტა გაგვიჭირდა. სტუდიაში კრებული ყველას მოეწონა. “ - ამბობს ის.
 
აუდიო: ჰეილი რეინჰარტის დებიუტი
იტვირთება
12:00:00 / -:--:--


მომღერალი აქამდე ძირითადად ჯაზის კომპოზიციებს ასრულებდა. გადაცემაში მონაწილეობის დროს, რომელსაც ამერიკაში 30-მილიონიანი აუდიტორია ჰყავს, ის რეპერტუარს დიდი სიფრთხილით ეკიდებოდა.

„ძალიან დიდი წნეხი და პასუხისმგებლობაა ამხელა აუდიტორიის წინაშე გამოსვლა. ჩემდა საბედნიეროდ, ცოცხალი შესრულების დიდი გამოცდილება მქონდა. მომღერლების ოჯახში გავიზარდე, ჩემი მშობლები ანსამბლში ერთად მღეროდნენ. როგორც შემსრულებელი, კლასიკური როკის, სოულის და ჯაზის ტრადიციებზე ვყალიბდებოდი. ასე მოვედი გადაცემაზე, ვცდილობდი ეს სამი მიმართულება გამეერთიანებინა. ყოველ შემთხვევაში, ამის დიდი სურვილი მქონდა“.
 
შეკითხვაზე, თუ რა დაამახსოვრდა ამ ხნის მანძილზე ყველაზე მეტად, ჰეილი ამბობს, რომ ახლახან მუჰამედ ალის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ქვინსი ჯონსთან, ლენი კრავიცთან და  სტივი ვანდერთან ერთად კონცერტში მონაწილეობა მისთვის დაუჯერებელი ფუფუნება იყო.
 
„რამდენადაც საკუთარ თავს ვიცნობ, დიდად არ შევცვლილვარ. გადაცემა მხოლოდ იმის გადმოცემაში და გაზიარებაში დამეხმარა, რაც სულში ისედაც ტრიალებდა და მაწუხებდა. მგონია, რომ ჩემი ხმა და ჩემი გზა ვიპოვე. და ეს უფრო რეტროს და მოდერნის შერწყმაა“.
 
იმის მიუხედავად, რომ ჰეილი რეინჰარტი გადაცემის ფინალისტებს შორის მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა, მის სიმღერებს „იუ-თუბზე“ გამარჯვებულებს შორის ყველაზე მეტი მსმენელი ჰყავს და ახალი ვიდეოკლიპების მნახველთა რიცხვმა უკვე 2 მილიონს გადააჭარბა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 7 ივნისი, 2013

დრევანდელ გადაცემაში იხილავთ: თურქეთსა და სირიაში მიმდინარე მოვლენებზე ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოკერი საუბრობს; რატომ ფიქრობენ ნიუ იორკელები, რომ ახალი მილსადენი ქალაქისთვის რადიოაქტიურ საფრთხეს წარმოადგენს? როგორ აისახება სეკვესკკტრი ვაშინგტონში ტურიზმის ბიზნესზე? ვილ სმიტის ახალი სამეცნიერო ფანტასტიკა ფართო ეკრანებზე - ადამიანების მიერ განადგურებულ დედამიწაზე სიცოცხლე აღდგა, თუმცა პლანეტა ადამიანებისთვის საფრთხეებითაა სავსე.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს 24 მაისი, 2013

ნახეთ ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ მომზადებული ტელე პროგრამა ვაშინგტონიდან. სხვადასხვა სიუჟეტებთან ერთად, მოისმინეთ ინტერვიუ ამერიკელ ანალიტიკოსთან საგარეო პოლიტიკის კვლევების ინსტიტუტიდან-მაიქლ ჩეჩირესთან.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.