ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2013

ახალი ამბები

სირიაში უმაღლესი რანგის გენერლები დაიღუპნენ

ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომში, ამ ფაქტს შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს

x

ამ თემაზე

ტექსტის ზომა - +
ამერიკის ხმა
დამასკოში, სირიის უშიშროების სამსახურის შენობაში ბომბის აფეთქების შედეგად, უმაღლესი რანგის გენერლები დაიღუპნენ. მათ შორის სირიის თავდაცვის მინისტრი დაუდ რაჯხა, მისი მოადგილე, პრეზიდენტ ასადის ქვისლი, გენერალი ასეფ შავკატი და ქვეყნის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ჰასან თურკმანი.

  სირიის არმიის სარდლობის განადგურებას 16 თვიანი აჯანყების შემდეგ, ამ ფაქტს ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომში, შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს.

  სირიის სახელმწიფო ტელევიზიის განცხადებით, თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო, მაშინ როდესაც ოპოზიციური, სირიის თავისუფლების არმია ამტკიცებს, რომ შენობაში მათ მიერ დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა.
 როგორც შეერთებულ შტატებში სირიის ოპოზიციის ლობისტი ბრაიან საიერსი ამბობს, თავდასხმა ასადის მთავრობაში შეგზავნილმა ოპოზიციის მხარდამჭერმა მოაწყო.

  სირიის საკითხების ექსპერტის, ფრანგი პოლიტოლოგის ფაბრის ბალანჩის განცხადებით:

“ ეს სირიის მთავრობაში არსებულ განხეთქილებაზე მეტყველებს, ოპოზიციის წარმომადგენლები მთავრობაში რჩებიან მისი შიგნიდან აფეთქების მიზნით.“

  ლონდონის ჩათემ ჰაუზის ახლო აღმოსავლეთის ექსპერტის ნადიმ შეჰადის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოების პასიურობის გამო, სირიის ოპოზიცია იძულებულია მიზანმიმართული დივერსიები განახორციელოს კონკრეტული პირების წინააღმდეგ, რაც მის სახეზე უარყოფითად მოქმედებს.
 მისი თქმით:

რაც უფრო მძაფრდება სამხედრო კონფლიქტი სირიაში, მით უფრო ძნელი იქნება გარდამავალი პერიოდი და იმ მეომრების განიარაღება, რომლებიც ასადის რეჟიმის დამხობაში იღებენ მონაწილეობას.“

  ნადიმ შეჰადის აზრით, აღნიშნული ოპერაცის წარმატების მიუხედავად, ოპოზიციის მეომრებს გაუჭირდებათ სამთავრობო ჯარების დამარცხება.
 ეროვნული უშიშროების საკითხებში პრეზიდენტ ბუშის ყოფილი მრჩეველი ელიოტ აბრამსი ფიქრობს, რომ ოთხშაბათის აფეთქება ბაშარ ასადისა და ალავიტების სხვა ლიდერებისთვის მკაცრი გაფრთხილება იყო.
 მისი თქმით:

მართალია თავდაცვის მინისტრი ქრისტიანი იყო და არ განეკუთვნებოდა ალავიტების შიიტური სექტის ელიტას, მაგრამ დანარჩენი გენერლები ამ ელიტის წარმომადგენლები იყვნენ. ბაშარ ასადს კიდევ შეუძლია მართოს ქვეყანა ცალკეული პიროვნებების გარეშე, მაგრამ ყველასთვის ნათელია, რომ რეჟიმის დღეები დათვლილია.“

  როგორც დამასკოში მცხოვრებმა ჟურნალისტმა ფარჰად ჰამამ ამერიკის ხმასთან საუბარში განაცხადა:

“ დამასკოში ამჟამად ქაოტური სიტუაციაა შექმნილი, რადგან დაღუპულები სირიის არმიის და უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელები იყვნენ.“

  სირიის დედაქალაქში მომხდარმა აფეთქებამ კიდევ უფრო დაძაბა სიტუაცია ქვეყანაში და სამთავრობო ჯარების და შეიარაღებული მეამბოხეების გააფთრებული შეტაკებები გამოიწვია. დამასკოში დაკეტილია მაღაზიების უმრავლესობა და ხალხი ერიდება ქუჩაში გამოსვლას. სირიის არმიაში კი იზრდება დეზერტირების რიცხვი. ახლახანს სირიის შეიარაღებული ძალების ორმა ბრიგადის გენერალმა თურქეთის ტერიტორიას შეაფარა თავი.
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 7 ივნისი, 2013

დრევანდელ გადაცემაში იხილავთ: თურქეთსა და სირიაში მიმდინარე მოვლენებზე ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოკერი საუბრობს; რატომ ფიქრობენ ნიუ იორკელები, რომ ახალი მილსადენი ქალაქისთვის რადიოაქტიურ საფრთხეს წარმოადგენს? როგორ აისახება სეკვესკკტრი ვაშინგტონში ტურიზმის ბიზნესზე? ვილ სმიტის ახალი სამეცნიერო ფანტასტიკა ფართო ეკრანებზე - ადამიანების მიერ განადგურებულ დედამიწაზე სიცოცხლე აღდგა, თუმცა პლანეტა ადამიანებისთვის საფრთხეებითაა სავსე.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს 24 მაისი, 2013

ნახეთ ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ მომზადებული ტელე პროგრამა ვაშინგტონიდან. სხვადასხვა სიუჟეტებთან ერთად, მოისმინეთ ინტერვიუ ამერიკელ ანალიტიკოსთან საგარეო პოლიტიკის კვლევების ინსტიტუტიდან-მაიქლ ჩეჩირესთან.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.