შაბათი, 25 მაისი, 2013

ახალი ამბები

ბრძოლა დამასკოსთვის

ამბოხებულებს სირიის არმიის ბევრი ჯარისკაცი უერთდება

x
ტექსტის ზომა - +
ამერიკის ხმა
როგორც სირიელ ამბოხებულთა არმია აცხადებს, ისინი დამასკოს გათავისუფლებისთვის შეტევაზე გადადიან. დედაქალაქისთვის ბრძოლის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, 1000-ზე მეტი სირიელი თურქეთში გაიქცა. მათ შორის ერთი გენერალიც იყო. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჰენრი რიჯველი თურქეთ-სირიის საზღვარზე ამბოხებულთა ერთერთ სარდალს შეიარაღებული ოპოზიციის სტრატეგიაზე ესაუბრა.

სირიელი ამბოხებულები კამერის წინ ხშირად ჩნდებიან და მთავრობის მოქმედებას აპროტესტებენ. ასევე პირობას დებენ, რომ მალე გაიმარჯვებენ. თავისუფალი სირიის არმიის ომარ ალ-მუხტარის ბატალიონი იდლიბის პროვინციაში მოქმედებს.

ბატალიონის ხელმძღვანელი აჰმად ალ-კანატრე აბუ ჰამზა ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ამბოხებულთა შეიარაღებულმა ძალებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს, როგორც ტერიტორიული, ასევე  ცოცხალი ძალის თვალსაზრისით. მისი თქმით, მათ სამთავრობო ძალებიდან გამოქცეული ჯარისკაცები უერთდებიან.

„დეზერტირთა რაოდენობა უკვე 100 ათასს აღწევს. ახლა უკვე ჯგუფებად გარბიან არმიიდან და ეს ახალი ფენომენია. დეზერტირობის მიზეზი კი რეჟიმის ქცევაა, რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ ხალხს ხოცავს. ჯარისკაცები აცნობიერებენ, რომ რეჟიმი მალე დაეცემა,“ - ამბობს ჰამზა.
„ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ვიდეოზე, ნაჩვენებია იარაღის საწყობები, რომელთაც უკვე ამბოხებულები აკონტროლებენ. აბუ ჰამზა უარყოფს ინფორმაციას, თითქოს მათ უცხოეთის ქვეყნები აწვდიან შეიარაღებას. თუმცა, ის ამბობს, რომ მათ საზღვარგარეთიდან მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ.

„ჩვენ გვჭირდება არასაფრენი ზონის შექმნა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ ეს გააკეთოს, რადგანაც ასადის საბრძოლო თვითმფრინავები უიარაღო ხალხს ებრძვიან, უმიზნებენ ყველაფერს რაც მოძრაობს. ჩვენ საკუთარ თავის დაცვის გარდა სხვა გზა აღარ გვაქვს,“ - ამბობს ჰამზა.

თავისუფალი სირიის არმიის ბევრი მებრძოლი თურქეთში მდებარე დევნილთა ბანაკებში ცხოვრობს. ერთერთი თურქმანული წარმოშობის მებრძოლი, რომელიც ვინაობას არ ასახელებს, ამბობს, რომ ის იდლიბის პროვინციაში გამართული ბრძოლიდან ახალი დაბრუნებულია.

„თავისუფალი სირიის არმია ქვეყნის დიდ ნაწილში მოქმედებს. ფაქტობრივად მთავრობა მხოლოდ დიდ ქალაქებს, დამასკოს, ალეპოს და ლატაკიას აკონტროლებს. ამ ქალაქების გარშემო კი ყველაფერი ჩვენ კონტროლს ექვემდებარება,“ - ამბობს ანონიმი მებრძოლი.

გუშინ ბრძოლები დამასკოშიც დაიწყო. როგორც ამბოხებულები აცხადებენ, მათ სირიის დედაქალაქი უნდა გაათავისუფლონ. თუმცა, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მათ ამისთვის საკმარისი ძალა არ გააჩნიათ.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 24 მაისი, 2013

ვაშინგტონი დღეს, 24 მაისი, 2013 გადაცემაში ნახავთ: -სტუმარი: მაიკლ ჩეჩირე, ამერიკის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტიდან, რომელიც საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრობს -გამანადგურებელი ტორნადო ამერიკაში და სტიქიის შედეგები -"ფლამენკოს" ხელოვნება ლოს ანჯელესში -ნიუ იორკში ფრანგი მხატვარი ახალ აწყობს


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 12 მაისი, 2013

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: დასრულებული მისია თუ გაუარესებული მდგომარეობა - ბაღდადის დაცემიდან 10 წელის შემდეგ ამერიკელები მისიას დასრულებულად, ერაყელები კი მარცხად აფასებებ; რა უნდა იცოდეთ თინეიჯერებთან ურთიერთობის დროს... სმითსონის ინსტიტუტში უნიკალური ხელნაკეთი ნივთებისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.