ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2013

აშშ

უოტერგეიტის სკანდალიდან 40 წელი გავიდა

x
ტექსტის ზომა - +
"ამერიკის ხმა"
კვირას, 17 ივნისს ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი პოლიტიკური სკანდალის- უოტერგეიტის 40 წლისთავია. სკანდალი ვაშინგტონში მდებარე სასტუმრო უოტერგეიტში აგორდა, სადაც დემოკრატიული პარტიის შტაბ-ბინა იყო განთავსებული.
  უოტერგეიტის სასტუმროში მომხდარი ინციდენტი შეერთებული შტატების პრეზიდენტის რიჩარდ ნიქსონის გადადგომით დამთავრდა. აღნიშნული სკანდალი კი პოლიტიკური ამბიციების, დიდი ფულის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების სიმბოლოდ გადაიქცა.
  ყველაფერი 1972 წლის 17 ივნისს გამთენიისას დაიწყო, როდესაც პრეზიდენტ ნიქსონის საარჩევო კამპანიის 5 აქტივისტი უოტერგეიტის კომპლექსში მდებარე დემოკრატიული პარტიის შტაბ-ბინაში შეღწევის მცდელობისას დააკავეს.
  გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ კორესპონდენტების კარლ ბერნსტეინის და ბობ ვუდვორდის ჟურნალისტური გამოძიების დროს დადგინდა, რომ უოტერგეიტის საქმე უფრო ფართო პროგრამის ნაწილი იყო, რომელიც ნიქსონის პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.
  ბობ ვუდვარდის განცხადებით:
“ ჩვენ გამოვავლინეთ ის ხალხი, რომლებიც შეერთებული შტატების თავისუფალი საარჩევნო სისტემის დანგრევას ცდილობდა და დემოკრატების წინააღმდეგ ჯაშუშობას და საბოტაჟის აქტებს ანხორციელებდა.“
   ამ საქმის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, კონგრესის დამოუკიდებელი გამოძიების შედეგად კი დადგინდა, რომ შეთქმულებაში თეთრი სახლის ადმინისტრაცია და პირადად პრეზიდენტ ნიქსონის სარჩევნო კამპანიის წევრები მონაწილეობდნენ.
  1973 წელს სენატში გამართული მოსმენების დროს გამოვლინდა, რომ პრეზიდენტი ნიქსონი თეთრ სახლში გამართულ საუბრებს უკანონოდ იწერდა, რამაც დაადასტურა მისი მონაწილეობა ამ საიდუმლო ოპერაციაში.
“ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენ შეიძლება ვერ გიტანდნენ, მაგრამ ისინი ვისაც სძულხართ ვერასოდეს გაიმარჯვებენ, სანამ თქვენც არ შეიძულებთ მათ.“
ამერიკის ხმის ჟურნალისტი დევიდ დაიარი 40 წლის წინათ United Press International-ის კორესპონდენტი იყო და  უოტერგეიტის სკანდალს აშუქებდა, მათ შორის პრეზიდენტ ნიქსონის გადაწყვეტილებას, რომელმაც ამ საქმეზე მომუშავე სპეციალური პროკურორის განთავისუფლებას მოაწერა ხელი. მისი თქმით:
“ როდესაც თეთრი სახლის საკონფერენციო დარბაზში პირველად გავიგე ამ ამბის შესახებ, თავიდანვე დამეუფლა განცდა, რომ რაღაც ისტორიულ მოვლენასთან გვქონდა საქმე. პრეზიდენტმა საკუთარი თავი კანონზე მაღლა დააყენა, ამერიკის სასამართლო სისტემა საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ეს იყო ყველაზე დრამატული მოვლენა, რომლის გაშუქებაც მომიწია.“
   1974 წელს, როდესაც თეთრი სახლის ჩანაწერები გამოაშკარავდა, რიჩარდ ნიქსონმა კონგრესში რესპუბლიკური პარტიის მხარდაჭერა დაკარგა და იძულებული გახდა გადამდგარიყო.
   რიჩარდ ნიქსონმა მაშინ ასეთი სიტყვები წარმოთქვა:
“ მე არ მჩვევია უკან დახევა და პრეზიდენტის ოფისის დროზე ადრე დატოვება ჩემს ბუნებას ეწინააღმდეგება, მაგრამ როგორც პრეზიდენტი ვალდებული ვარ, პირველ რიგში ამერიკის ინტერესებით ვიმოქმედო.“
  ნიქსონი ვიცე-პრეზიდენტმა ჯერალდ ფორდმა შეცვალა, რომელმაც ამერიკული საზოგადოების გაერთიანებისკენ გადადგა ნაბიჯები:
“ ამერიკელებო ეს საშინელება დამთავრდა. ჩვენი კონსტიტუცია მუშაობს. ჩვენი დიადი რესპუბლიკა და მისი მთავრობა კანონებს ემორჩილება და არა ცალკეული ადამიანების ნებასურვილს. ეს არის ხალხის მმართველობა.“
   ამერიკის უნივერსიტეტის ისტორიკოსის ალან ლიტმანის განცხადებით, უოტერგეიტი, პრეზიდენტის და მისი გუნდის მიერ დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ მიმართული ყველაზე სერიოზული აქცია იყო. მისი თქმით:
“ ამ შეთქმულებაში მრავალი ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის პრეზდინტის ადმინისტრაციის ათობით მაღალი მოხელე, რომლებიც ციხეში აღმოჩნდნენ. ეს საშინელი სკანდალი კიდევ უფრო მტკივნეული იყო საზოგადოებისთვის, რადგან პრეზიდენტ ნიქსონს ქვეყნისთვის უამრავი სიკეთე ჰქონდა გაკეთებული.“
   თეთრი სახლის დატოვების წინ პრეზიდენტმა ნიქსონმა ამაღელვებელი გამოსათხოვარი სიტყვა წარმოთქვა და ჭკუის სასწავლებელი რჩევა მისცა დამსწრე საზოგადოებას:
“ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენ შეიძლება ვერ გიტანდნენ, მაგრამ ისინი ვისაც სძულხართ ვერასოდეს გაიმარჯვებენ, სანამ თქვენც არ შეიძულებთ მათ.“
  40 წლის წინათ მომხდარი უოტერგეიტის სკანდალი არა მარტო დემოკრატიის გამარჯვება იყო, არამედ დემოკრატიულ საზოგადოებაში პრესის თავისუფლების მნიშვნელობის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი.
 
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 7 ივნისი, 2013

დრევანდელ გადაცემაში იხილავთ: თურქეთსა და სირიაში მიმდინარე მოვლენებზე ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოკერი საუბრობს; რატომ ფიქრობენ ნიუ იორკელები, რომ ახალი მილსადენი ქალაქისთვის რადიოაქტიურ საფრთხეს წარმოადგენს? როგორ აისახება სეკვესკკტრი ვაშინგტონში ტურიზმის ბიზნესზე? ვილ სმიტის ახალი სამეცნიერო ფანტასტიკა ფართო ეკრანებზე - ადამიანების მიერ განადგურებულ დედამიწაზე სიცოცხლე აღდგა, თუმცა პლანეტა ადამიანებისთვის საფრთხეებითაა სავსე.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს 24 მაისი, 2013

ნახეთ ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ მომზადებული ტელე პროგრამა ვაშინგტონიდან. სხვადასხვა სიუჟეტებთან ერთად, მოისმინეთ ინტერვიუ ამერიკელ ანალიტიკოსთან საგარეო პოლიტიკის კვლევების ინსტიტუტიდან-მაიქლ ჩეჩირესთან.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.