შაბათი, 20 დეკემბერი, 2014

საქართველო

უნიკალური ქართველი ხელოვანი

ბოცო კორიშელიბოცო კორიშელი
x
ბოცო კორიშელი
ბოცო კორიშელი
თამარ ნერგაძე
რუსთაველის თეატრის რეპრესირებული მსახიობი პლატონ კორიშელი (ჩიქვინიძე) სიცოცხლეში ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მისი შვილი ბოცო კორიშელი ამერიკის  შეერთებულ  შტატებში საკუთარი ნიჭით და შემოქმედებით  გაითქვამდა სახელს.  
ბოცო (ვახტანგ) კორიშელი შეერთებულ შტატებში 1950 წელს ჩამოვიდა. მანამდე, როგორც ყველა საბჭოთა ახალგაზრდა, ომში გაიწვიეს. ტყვედ ჩავარდნის შემდეგ საბჭოთა არმიამ ბოცო კორიშელი საკონცენტრაციო ბანაკიდან გაათავისუფლა,თუმცა მავნებლის შვილად შერაცხულმა,   ტყვედ ნამყოფმა ქართველმა ჯარისკაცმა, საბჭოთა საქართველოში დაბრუნება  ვერ გარისკა. ამიტომაც არჩია ევროპაში დარჩენილიყო, საიდანაც მოგვიანებით ამერიკაში ბედის საძიებლად ჩამოვიდა. ბატონი ბოცოს თანამებრძოლი ქართველი მეგობარი კი ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ  სამშობლოში დაბრუნდა....
 90-იან წლებში საქართველოში პირველად ჩასულმა ბოცო კორიშელმა სწორედ იმ მეგობარს დაურეკა ტელეფონით… 60წლის უნახავმა მეგობარმა ბოცო ხმაზე მაშინვე იცნო... ასეთი ეპიზოდები ბოცო კორიშელის ცხოვრებაში ბევრია.ნებისმიერი მათგანი ლიტერატურულ   ნაწარმოებს  ან ფილმის სიუჟეტს დაამშვენებდა. მაგრამ ხელოვანის თავმდაბალი ხასიათის  გამო, ბოცო კორიშელის ემიგრანტული ცხოვრების დეტალებისა და  შეერთებულ შტატებში    წარმატებული მოღვაწეობის შესახებ საქართველოში გვიან  შეიტყვეს.
ბოცო კორიშელი ოჯახთან ერთადბოცო კორიშელი ოჯახთან ერთად
x
ბოცო კორიშელი ოჯახთან ერთად
ბოცო კორიშელი ოჯახთან ერთად
ბოცო კორიშელი ახლა 90 წლისაა. 60 წელია  კალიფორნიის შტატის პატარა ქალაქ მორო ბეიში ცხოვრობს. ამდენივე წელია ქანდაკებასა და მუსიკაში პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. მისი მოწაფეა  ცნობილი ამერიკელი დირიჟორი კენტ ნაგანო. ბოცოს გამოზრდილი მუსიკოსები ამერიკის სხვადასხვა ორკესტრებში უკრავენ და საყვარელ საქმეში რეალიზებული ადამიანები არიან. თუმცა როგორც ბოცო ამბობს, არ არის აუცილებელი მისმა ყველა მოწაფემ პროფესიად  ხელოვნება   აირჩიოს, მთავარია მათ ბავშვობიდანვე ესმოდეთ მუსიკა, ხედავდნენ სილამაზეს  და  საკუთარი ემოციები ამ გზით გამოხატონ.
ქართველი ემიგრანტი, საპატიო დოქტორი, პროფესორი ნიკო ჩოჩელი ბოცო კორიშელს  ცოცხალ ლეგენდას უწოდებს:
“ბოცო კორიშელის ცხოვრება სასწაულებრივია და სამაგალითო. მიუხედავად გადატანილი სირთულეებისაა, მან სამშობლოს სიყვარული ბოლომდე შეინარჩუნა. როგორც პედაგოგმა საკუთარ მოწაფეებს  მუსიკასა და ქანდაკებასთან  ერთად, ადამიანობა და ზნეობას ასწავლა.“
მორო ბეი კალიფორნიის უმშვენიერესი ქალაქია. ქალაქს  ბოცო კორიშელის ხელით შექმნილი ულამაზესი ქანდაკებები ამშვენებს. ვისაც არ უნდა კითხოთ ამ ქალაქში, ქართველ  პედაგოგზე ყველა   უდიდესი პატივისცემით საუბრობს:
  “ვახტანგ კორიშელის დამსახურებით ასობით ამერიკელი საქართველოს ზღაპრულ ქვეყნად  მიიჩნევს.თქვენი ისტორია ბოცომ გაგვაცნო,  შეგვაყვარა  ქართული  ლიტერატურა,  შოთა რუსთაველი და ქართული ხელოვნება.მორო ბეიში    ბოცო კორიშელმა კლასიკური მუსიკის სწავლებას ჩაუყარა საფუძველი.მისი მეოხებით შეიქმნა ფორტეპიანოს სასწავლო პროგრამა მორო ბეის სკოლებში. მის მიერ ჩამოყალიბებულმა ორკესტრებმა და სასიმღერო გუნდებმა ამერიკის მასშტაბით გაითქვეს სახელი ”- ამბობს ბატონი ბოცოს ძველი მეგობარი, ქალაქ მორო ბეის მკვიდრი რიჩარდ რაში.
 
 ბოცო კორიშელის  გვარს საქართველოში ღირსეული მემკვიდრეები ჰყავს.  ბატონი ბოცოს ძმისშვილია მსახიობი ნანი ჩიქვინიძე, რომლის ოჯახი საქართველოში ბატონი ბოცოს ყოველ ვიზიტს მასპინძლობს. შეერთებულ შტატებში ქართული სათვისტომო ამაყობს ბოცო კორიშელის ცხოვრებით და წარმატებული მოღვაწეობჲთ . ასევე ეამაყებათ  ბატონი ბოცოს სახელი  მორო ბეის მაცხოვრებლებსაც, ისინი  ხომ ქართველმა ემიგრანტმა  ქართულ გენიას და ნიჭს  აზიარა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, მოსაზრება პირველმა გამოთქვათ.

No records found for this widget:3211

Your JavaScript is turned off or you have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.

ვიდეო ვაშინგტონი დღეს

ყოველკვირეული 15 წუთიანი ანალიტიკური პროგრამა, რომელშიც მოისმენთ ამერიკელი და ქართველი ექსპერტების ანალიზს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ და გაეცნობით ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველების ისტორიებს.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს

ყოველკვირეული 15 წუთიანი ანალიტიკური პროგრამა, რომელშიც მოისმენთ ამერიკელი და ქართველი ექსპერტების ანალიზს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ და გაეცნობით ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველების ისტორიებს.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 7 დეკემბერი, 2014

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: საწვავზე ფასები დრამატულად დავარდა. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ამ პროცესმა შეიძლება ეკონომიკას დიდი უარყოფითი შედეგები მოუტანოს; ბულინგი სკოლებში დიდ პრობლემას წარმოადგენს. მერილენდის ერთ-ერთმა სკოლამ ძალადობის ამ ფორმის წინააღმდეგ უნიკალური პროგრამა შეიმუშავა...

ინტერაქტივი

ჩამოტვირთეთ „ამერიკის ხმის“ უფასო აპლიკაცია მობილური ტელეფონის და ტაბლეტისთვის

 
Download mobile app for your Android device.
Download mobile app for your iPhone or iPad.