ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2013

ახალი ამბები

ვისკონსინის არჩევნები

გამაფრთხილებელი სიგნალი დემოკრატებისთვის

ტექსტის ზომა - +
ამერიკის ხმა

ვისკონსინის შტატის რესპუბლიკელმა გუბერნატორმა, სკოტ ვოკერმა მის შესაცვლელად მოწყობილ ვადამდელ არჩევნებში კვლავ გამარჯვება მოიპოვა. ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს,  რომ კენჭისყრის შედეგებს  აუცილებლად ექნება გავლენა ნოემბერში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებზე. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯიმ მალონი არკვევდა.

სამშაბათს დანიშნულ ვადამდელ არჩევნებში ვისკონსინის გუბერნატორის დამარცხებას ბევრი ელოდა.

„ამომრჩევლებს რეალურად სურთ ლიდერი, რომელიც მტკიცე გადაწყვეტილებებს მიიღებს“- განაცხადა სკოტ ვოკერმა.

მისმა გადაწყვეტილებამ შტატის ბიუჯეტის შემცირების შესახებ დემოკრატების და პროფკავშირების გაღიზიანება გამოიწვია. ამას კი ვისკონსინის შტატში საპროტესტო აქციები მოყვა, სადაც გაისმა მოწოდებები ვოკერის გადაყენების და მის ადგილზე მილუოკის მერის, დემოკრატი ტომ ბარეტის არჩევის შესახებ.

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, შტატის ვადამდელ არჩევნებში ვოკერის გამარჯვებამ რესპუბლიკელთა გამხნევებას და წახალისებას შეუწყო ხელი, რასაც ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მათი აზრით აუცილებლად ექნება გავლენა.

ჯონ ფორტერი ვაშინგტონში მდებარე ორპარტიული პოლიტიკის ცენტრის დირექტორია.

„მიტ რომნი ვისკონსინიდან იმ ხმებს აიღებს, რომელიც დანახარჯების, ვალის და დეფიციტის კონტროლის შესახებ რესპუბლიკელთა პოზიციას ამართლებს,“ - აცხადებს ფოსტერი.

ვისკონსინის შედეგები, ასევე, აღიქმება გამაფრთხილებელ სიგნალად დემოკრატებისთვის და პირადად პრეზიდენტ ობამასთვის. რომნის კამპანია, გარკვეულწილად ვისკონსინის შედეგებზე იქნება დაფუძნებული.

„შეხედეთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ კაცმა დაკარგა იდები და  თავის გამართლებასაც ვერ ახერხებს და 2012 წელს ჩვენ მის გადარჩევას უნდა მივცეთ ხმა,“ - განაცხადა მიტ რომნიმ პრეზიდენტ ობამას შესახებ.

თუმცა, სოციოლოგიური გამოკითხვებით პრეზიდენტს კვლავ გააჩნია უპირატესობა მიტ რომნისთან შედარებით. ამის შენარჩუნებას ობამა ყოფილი პრეზიდენტის ბილ კლინტონის დახმარებით ცდილობს. ის ექს-პრეზიდენტთან ერთად ამომრჩევლების წინაშე წარდგა.

„ჩვენ დიდი ხნის მანძილზე ვმუშაობდით თავდაუზოგავად რათა გემი სწორი მიმართულებით წასულიყო. ჩვენ არ ვაპრებთ უკანსვლას. ჩვენ წინ ვივლით,“ - განაცხადა ბარაკ ობამამ.

თუმცა, გელაპის გამოკვლევებით, ნოემბრის არჩევნებზე გადამწყვეტი ფაქტორი ეკონომიკა იქნება.

ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 7 ივნისი, 2013

დრევანდელ გადაცემაში იხილავთ: თურქეთსა და სირიაში მიმდინარე მოვლენებზე ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოკერი საუბრობს; რატომ ფიქრობენ ნიუ იორკელები, რომ ახალი მილსადენი ქალაქისთვის რადიოაქტიურ საფრთხეს წარმოადგენს? როგორ აისახება სეკვესკკტრი ვაშინგტონში ტურიზმის ბიზნესზე? ვილ სმიტის ახალი სამეცნიერო ფანტასტიკა ფართო ეკრანებზე - ადამიანების მიერ განადგურებულ დედამიწაზე სიცოცხლე აღდგა, თუმცა პლანეტა ადამიანებისთვის საფრთხეებითაა სავსე.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს 24 მაისი, 2013

ნახეთ ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ მომზადებული ტელე პროგრამა ვაშინგტონიდან. სხვადასხვა სიუჟეტებთან ერთად, მოისმინეთ ინტერვიუ ამერიკელ ანალიტიკოსთან საგარეო პოლიტიკის კვლევების ინსტიტუტიდან-მაიქლ ჩეჩირესთან.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.