ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პორტუგალიელები გაიფიცნენ


პორტუგალიელები გაიფიცნენ
პორტუგალიელები გაიფიცნენ

პორტუგალიის ეკონომიკას საერთაშორისო დახმარება უმძიმესი ფინანსური კრიზისიდან გამოსასვლელად სჭირდება

პორტუგალიაში დღეს ერთდღიანი გაფიცვა გაიმართა, რომლის შედეგადაც ქვეყნის რკინიგზა და საჰაერო ტრანსპორტი შეფერხებით მუშაობდა. საყოველთაო გაფიცვა ქვეყნის ორმა უმსხვილესმა პროფკავშირმა მოაწყო.

აქციის ფარგლებში დაგეგმილი იყო 1 მილიონი დასაქმებული ადამიანის ქუჩებში 30 სხვადასხვა ადგილზე მარშირება.

პორტუგალიის მოსახლეობა მთავრობის მიერ გატარებულ საბიუჯეტო შეკვეცების პოლიტიკას აპროტესტებს. სახელმწიფო დანახარჯების შემცირება პორტუგალიის მთავრობას ევროკავშირმა სთხოვა 104 მილიარდი დოლარის ოდენობის მასტიმულირებელი პაკეტის სანაცვლოდ. პორტუგალიის ეკონომიკას საერთაშორისო დახმარება ქვეყნის ისტორიაში უმძიმესი ფინანსური კრიზისიდან გამოსასვლელად სჭირდება.

XS
SM
MD
LG