სამშაბათი, 21 მაისი, 2013

ახალი ამბები

გიგანტური დირიჟაბლი

გიგანტური დირიჟაბლი
გიგანტური დირიჟაბლი
ტექსტის ზომა - +
ამერიკის ხმა

აეროს კორპორეიშენმა ახალი დირიჟაბლი გამოუშვა. სახელად აეროსკრაფტი, რომელსაც ათასობით კილომეტრზე 50 ტონაზე მეტი ტვირთის გადატანა შეუძლია. სადემონსტრაციო მოდელი ლოს ანჟელესთან ახლოს შექმნეს და ეს პროცესი  თავდაცვის დეპარტამენტმა დააფინანსა. გამოსაცდელი დირიჟაბლი  სიგრძეში 75 მეტრია, ხოლო სიგანეში 30. ის გასაფრენად მზად მომავალ წელს იქნება. კორპორაციის წარმომადგენელი ედვარდ პევზნერი ამბობს, რომ დირიჟაბლი ძნელად მისადგომ ადგილებში გაემგზავრება.

„ჩრდილოეთ კანადა და ალასკა, სადაც ნავთის და გაზის საბადოების გამოკვლევა მიმდინარეობს, ასევე ამაზონის რეგიონი და აფრიკა, რომელიც ცუდად განვითარებულია.“

აერონავტიკის ინჟინერი ტიმ კენი აცხადებს, რომ მთავარი სისტემა ახალი ტექნოლოგიაა, რომელიც  დირიჟაბლს საშუალებას აძლევს წონის დაგდების ან მომატების გარეშე, დაშვება და აფრენა შეძლოს. დირიჟაბლი ზოგჯერ უფრო მძიმეა ან უფრო მსუბუქი ვიდრე მის გარშემო არსებული ჰაერის მასა.

„მთელი ფორმა ჰელიუმის გაზით იქნება სავსე, იმგვარად რომ მთელ სისტემას ჰაერში ტივტივი შეეძლოს.“

ჰელიუმი დირიჟაბლს ჰაერში აწევის საშუალებას აძლევს, ხოლო როდესაც ჰელიუმი შეიკუმშება  ხომალდი ტივტივის უნარს კარგავს და მიწაზე დაშვებას იწყებს. კონტროლი და მოძრაობა კი პროპელერის საშუალებით ხდება, რომელსაც საავიაციო საწვავი ამოძრავებს. ინჟინერი ტიმ კენი ამბობს, რომ დირიჟაბლის წონა და მტკიცე სტრუქტურა ახალი ტექნოლოგიის შედეგია.

„ნაერთის  პროგრესმა წარმოებას დიდი მოტივაცია შესძინა და წინ წაწია. მათ უკვე შეუძლიათ  ალუმინისა და მცირეწონიანი ნაერთების ერთ სტრუქტურულ კომპონენტად ჩამოყალიბება.“

ამ სადემონსტრაციო მოდელს მომავალ წელს გაუშვებენ. თუკი გაშვება წარმატებით დასრულდება, ბაზარზე ცოტა ხნაში კიდევ უფრო დიდი დირიჟაბლები გამოჩნდება. მათი პოტენციალით სამხედროები არიან დაინტერესებული. კომპანიაში აცხადებენ, რომ თუ დირიჟაბლები გამოცდებს გაუძლებენ, მომავალში მათი სამგზავრო ვარიანტების გამოშვებაც გახდება შესაძლებელი.

ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 12 მაისი, 2013

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: დასრულებული მისია თუ გაუარესებული მდგომარეობა - ბაღდადის დაცემიდან 10 წელის შემდეგ ამერიკელები მისიას დასრულებულად, ერაყელები კი მარცხად აფასებებ; რა უნდა იცოდეთ თინეიჯერებთან ურთიერთობის დროს... სმითსონის ინსტიტუტში უნიკალური ხელნაკეთი ნივთებისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 4 მაისი, 2013

დღევანდელ გადაცემაში იხილავთ: როგორ გამოასწორეს ამერიკაში საჰაერო დისპეჩერების რაოდენობის შემცირების პრობლემა? 2030 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის ორი მესამედი ურბანულ ტერიტორიაზე იცხოვრებს. როგორ შეიძლება ამ ადამიანების გამოკვება და მართლა შესაძლებელია თუ არა ასფალტზე მოსავლის მოყვანა? უდიპლომო სტუდენტები, რომლებმაც ინტერნეტი შეცვალეს. გუგლის დამფუძნებელი ორი ახალგაზრდა დღეს მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაშია.