ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2013

ახალი ამბები

რუსული რეიდები

პელევინი: „მიზანი ოპოზიციის ლიდერების და მომხრეების დაშინებაა“

ტექსტის ზომა - +
ამერიკის ხმა

დაახლოებით ერთი თვეა, რაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ქვეყნის ლიდერის ექვსწლიანი ვადის შესრულებას შეუდგა. ამავდროლად დისიდენტებზე შეტევა გაგრძელდა. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯეიმს ბრუკი ცდილობდა გაერკვია, თუ როგორ ემზადება ვლადიმირ პუტინი  ახალი ფართომასშტაბიანი ოპოზიციური დემონსტრაციისთვის.

რუსეთის პოლიციამ ორშაბათს მოსკოვში ოპოზიციის ლიდერების სახლებში რეიდები მოაწყო. სამშაბათს კი რუსეთის დედაქალაქში პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ დიდი აქციაა დაგეგმილი. პოლიციამ 10-მდე სახლი და ოფისი გაჩხრიკა.  მათი თქმით, ისინი ეძებდნენ სამხილებს ანტი-პუტინური დემონსტრაციის ორგანიზატორთა წინააღმდეგ. როგორც ცნობილია, 7 მაისს პუტინის ინაუგურაციის დღეს გამართული დემონსტრაციის დროს მომხდარი შეტაკებისას 20-მდე პოლიციელი დაშავდა, ხოლო 436 დემონსტრანტი დროებით დააკავეს.

დემოკრატიული რუსეთის კომიტეტის დირექტორი ნატალია პელევინი ამბობს, რომ ამ რეიდების მიზანი ოპოზიციის ლიდერების და მომხრეების დაშინებაა.

„ისინი ცდილობენ ელექტრონული აპარატურის კონფისკაციას, როგორიც არის კომპიუტერები, დისკები და სხვა ინფორმაციის მატარებელი ტექნიკა,“ - ამბობს პელევინი.

რეიდების დროს, პოლიციამ ოპოზიციონერი ბლოგერის ალექსეი ნავალნის და ტელეწამყვანის ქსენია სობჩაკის ბინებში კარი შეამტვრია. მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციით, სობჩაკის ბინიდან 1.900 000 დოლარი ამოიღეს.

ამის საპასუხოდ ქსენია სობჩაკმა თვითერზე გაავრცელა განცხადება: „დილის რვა საათზე შემომივარდნენ. ჩაცმაც კი არ მაცადეს. გაძარცვეს ჩემი ბინა. მომაყენეს შეუარცხყოფა.“

ლიბერალმა პოლიტიკოსებმა პოლიციის აქცია დაგმეს. ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ალექსეი კუდრინმა განაცხადა, რომ ამ აქციამ  კრემლში რადიკალების  პოზიციების გაძლიერება დაადასტურა. მარკ ფეიგინი დუმის ყოფილი წევრია. ის ამჟამად ოპოზიციურ პარტიას აყალიბებს. როგორც ამბობს პუტინს ეშინია, რომ მოსკოვის ქუჩის აქციები კონტროლიდან გამოვა. ცნობილია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს, პუტინმა მოსკოვი წააგო.

„მას ძალიან ეშინია რევოლუციური სცენარის განვითარების, რადგან არ შესწევს მასთან გამკლავების ძალა.თავად პუტინი, ბაშარ ალ-ასადიც კი არაა,“ - ამბობს ფეიგინი.

პარასკევს ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკანონო აქციებში მონაწილეობისთვის კოლოსალურ ჯარიმებს აწესებს. ზოგ შემთხვევაში ჯარიმის თანხა 9000 დოლარსაც აღწევს, რაც რუსეთში ერთი წლის ხელფასის ექვივალენტურია.

ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 7 ივნისი, 2013

დრევანდელ გადაცემაში იხილავთ: თურქეთსა და სირიაში მიმდინარე მოვლენებზე ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოკერი საუბრობს; რატომ ფიქრობენ ნიუ იორკელები, რომ ახალი მილსადენი ქალაქისთვის რადიოაქტიურ საფრთხეს წარმოადგენს? როგორ აისახება სეკვესკკტრი ვაშინგტონში ტურიზმის ბიზნესზე? ვილ სმიტის ახალი სამეცნიერო ფანტასტიკა ფართო ეკრანებზე - ადამიანების მიერ განადგურებულ დედამიწაზე სიცოცხლე აღდგა, თუმცა პლანეტა ადამიანებისთვის საფრთხეებითაა სავსე.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს 24 მაისი, 2013

ნახეთ ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ მომზადებული ტელე პროგრამა ვაშინგტონიდან. სხვადასხვა სიუჟეტებთან ერთად, მოისმინეთ ინტერვიუ ამერიკელ ანალიტიკოსთან საგარეო პოლიტიკის კვლევების ინსტიტუტიდან-მაიქლ ჩეჩირესთან.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.