ოთხშაბათი, 01 ოქტომბერი, 2014

ახალი ამბები

კაპრალი გიორგი ანწუხელიძე რუსებმა დაკითხეს, აწამეს და მოკლეს

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქმე „ანა და ლევან ანწუხელიძეები რუსეთის წინააღმდეგ“.

კაპრალი გიორგი ანწუხელიძე რუსებმა დაკითხეს, აწამეს და მოკლეს
კაპრალი გიორგი ანწუხელიძე რუსებმა დაკითხეს, აწამეს და მოკლეს
ზაზა წულაძე

რუსეთთან ომის დროს დაქვრივებული მაკა ჩიკვილაძე დარწმუნებულია, რომ მისი მეუღლის მკვლელების დასჯას,  სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეძლებს.  ორი წლის უკან, ტყვედ ჩავარდნილი, ვაზიანის 41-ე ბატალიონის კაპრალი გიორგი ანწუხელიძე ცხინვალში უსასტიკესი წამების შემდეგ მოკლეს. ქართველი სამხედროს ჯგუფური წამება მკვლელებმა მობილური ტელეფონით გადაიღეს და ეს შემზარავი კადრები მოგვიანებით ინტერნეტში გაავრცელეს გიორგი მეუღლე, მაკა ჩიკვილაძე ამბობს

“ჩვენ გვინდა რომ დამნაშავეები დაისაჯონ, იქ კადრებში ყველას სახე ნათლად ჩანს. ვიცი, ამ პროცედურებს, დიდი დრო სჭირდება, სარჩელზე მუშაობისას მითხრეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, მაგრამ არსად გვეჩქარება, ჩვენ დაველოდებით, დიდი იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებთ ამ საქმეში და ჩემი მეუღლის მკვლელები პასუხს აგებენ.“

მაკა ჩიკვილაძისა და მისი მცირეწლოვანი შვილების ანა და ლევან ანწუხელიძეების უფლებებს სტრასბურგის სასამართლოში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. ასოციაციამ ევროპულ სასამართლოში ჯერ კიდევ აპრილში გაგზავნა ქართველი სამხედროს ოჯახის წევრთა სარჩელი. საქმე ოფიციალურად მიიღეს წარმობაში და მას „ანა და ლევან ანწუხელიძეები რუსეთის წინააღმდეგ“ ჰქვია. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სტრატეგიულ საქმეთა იურისტმა თამთა მიქელაძემ „ამერიკის ხმას“ კერძოდ უთხრა

„2010 წლის 8 აპრილს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააგზავნა გიორგი ანწუხელიძის საქმე. ეს იყო სრულყოფილი სარჩელი, სადაც წარმოდგენილი იყო, ამ საქმესთან დაკავშირებით, ჩვენს მიერ მოპოვებული ყველა ძირითადი მტკიცებულებები და სამართლებრივი არგუმენტები. ჩვენ სასამართლოსგან უკვე გვეცნობა, რომ სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო ეს საქმე, ანუ დაარეგისტრირა და შესაბამისი სახელი და რეგისტრაციის ნომერი მიანიჭა. თუმცა, რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებას ჯერ ამ საქმეზე არ შეიძლება ველოდოთ, ვინაიდან, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, სასამართლოს, ასეთი საქმეების განხილვის, ოთხი-ხუთ წლიანი ვადა მაინც აქვს.“

გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს დაიკარგა, როცა ვაზიანის 21 ბრიგადა, ცხინვალის ე.წ შანხაის რაიონს უტევდა. გავრცელებული კადრებიდან  (http://www.youtube.com/watch?v=cp8P-N0rAQQ&feature=related, ჩანს რომ დატყვევებულ ქართველ სამხედროს ოსი ბოევიკები და რუსი ოკუპანტები აწამებენ,   ისინი რიგრიგობით, ძლიერად ახტებიან ზურგზე გიორგის და აიძულებენ მიწას აკოცოს. კადრებში არ ჩანს, რომ ანწუხელიძე დაჭრილია, მაგრამ აშკარაა, რომ ის მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია, პირიდან სისხლი მოსდის, თუმცა წინააღმდეგობას მაინც უწევს და ბოლომდე არ იხრება მიწისკენ.  მეორე ვიდეოშიც http://www.youtube.com/watch?v=cImp8U3_tHc&feature=player_embedded#!, ჩანს, რომ მას სასტიკად სცემენ. გიორგის გარს ბევრი ხალხი ახვევია, ისინი მხოლოდ ოსურად ლაპარაკობენ, გიორგი მიმწყვდეული ჰყავთ ღობესთან და ფეხებით ძლიერად ურტყამენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნინო ხაინდრავა ამბობს

„ვიდეოში ასახულია წამების ფაქტები, მაგრამ იმ მომენტში ის ჯერ კიდევ ცოცხალია. გენეტიკური ექსპერტიზა კი არ იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ თუ, როდის, როგორ და კონკრეტულად რა გარემოებებში გარდაიცვალა გიორგი. ამიტომ, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, ამ ინფორმაციის მოპოვებას, 2009 წლის ოქტობერში, გავაგზავნეთ მოთხოვნა რუსეთის პროკურატურაში, რომ საქმე აღძრულიყო გიორგი ანწუხელიძის  წამებისა და მკვლელობის ფაქტზე. თუმცა, ჩვენ ადექვატური პასუხი არ მიგვიღია და ექვსი თვის შემდეგ, გადავწყიტეთ ევროპულ სასამართლოში სარჩელის შეტანა. გიორგისთან მიმართებაში საუბარია სიცოცხლის უფლების დარღვევაზე, წამების აკრძალვის პრინციპის დარღვევაზე, მისი თავისუფლების უკანონო შეზღუდვაზე, და რაც მთავარია, ჩვენ ვდაობთ, რომ ყველა ეს უფლება დაირღვა დისკრიმინაციულ საფუძველზე, ანუ, იმიტომ დაიღვა, გიორგის და მისი ოჯახის წევრების უფლებები, რომ ისინი ეთნიკურად ქართველები და ამავდროულად, საქართველოს მოქალაქეები იყვნენ.“

საინტერესოა, რომ რუსულ ინტერნეტ საიტებზე, გავრცელებულია ქართველი სამხედრო ტყვე გიორგი ანწუხელიძის დაკითხვის ოქმი (http://kgrr.livejournal.com/27905.html?mode=reply). 2008 წლის 10 აგვისტოთი დათარიღებული ოქმის მიხედვით, ტყვე ანწუხელიძე რუსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლებმა დაკითხეს. ანწუხელიძე 2008 წლის ნოემბრამდე ითვლებოდა დაკარგულად, ნოემბერში ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენს და გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი გიორგი ანწუხელიძე იყო. გიორგის მეუღლე მაკა ჩიკვილაძე ამბობს, რომ ცხედარი საშინლად იყო დამახინჯებული.

„ჩვენ შემთხვევაში არის ასეთი ფაქტი, რომ სიმაღლეში არის ძალიან დიდი განსხავვება, გიორგი იყო 195 სმ-მდე გვამი იყო 182 სმ, თუმცა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცის კომპეტენტურმა ექიმებმა უთხრეს, რომ შესაძლებელია იყოს ასეთი დიდი სხვაობა, იმტომ, რომ გვამი უკვე გაფუჭებული იყო.“

ახმეტაში დაბადებული გიორგი ანწუხელიძე 2001 წელს სამხედრო-სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ, თავდაპირველად, თბილისში, მოგვიანებით კი, სენაკში მსახურობდა. 2008 წლის მაისიდან ის, ვაზიანის მეოთხე ბრიგადის 41-ე ბატალიონის კაპრალი იყო. 2008 წლის 18 აგვისტოს გიორგის 24 წელი შეუსრულდებოდა. ანა ანწუხელიძე მამის გმირული დაღუპვიდან, შვიდ თვეში მოევლინა ქვეყანას.

 

ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, მოსაზრება პირველმა გამოთქვათ.

No records found for this widget:3211

Your JavaScript is turned off or you have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 21 სექტემბერი, 2014

დღევანდელ გადაცემაში გთავაზობთ: ახალი კვლევა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარება; კავშირი მოდასა და ფულის გათეთრებას შორის; კომპანია ეფლმა ორი ახალი აიფოუნი გამოუშვა...


ვიდეო ვაშინგტონი დღეს

ყოველკვირეული 15 წუთიანი ანალიტიკური პროგრამა, რომელშიც მოისმენთ ამერიკელი და ქართველი ექსპერტების ანალიზს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ და გაეცნობით ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველების ისტორიებს.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 14 სექტემბერი, 2014

დღეს გადაცემაში ნახავთ: უპრეცედენტო არტ-კამპანია ამერიკის 100 ქალაქში, შეერთებულ შტატებში მინიმალური ხელფასის გაზრდას ითხოვენ, თუმცა კაპიტოლიუმზე ამ თემის განხილვისთვის საფუძველი მზად არ არის. საფრანგეთი რუსეთს მისტრალს აღარ მიჰყიდის - რატომ მიიღო პარიზმა ეს გადაწყვეტილება?

ინტერაქტივი

ჩამოტვირთეთ „ამერიკის ხმის“ უფასო აპლიკაცია მობილური ტელეფონის და ტაბლეტისთვის

 
Download mobile app for your Android device.
Download mobile app for your iPhone or iPad.