პარასკევი, 01 აგვისტო, 2014

ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი – „ჩვენ ყველა დაპირებას შევასრულებთ“

„ქართული ოცნება“ მორიგ შეხვედრას ამომრჩეველთან მომავალ კვირას, ოზურგეთში გეგმავს

ნინო დალაქიშვილი

საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი, ქუთაისი დღეს ბიძინა ივანიშვილის კოალიციის „ქართულ ოცნების“ მასპინძელია. მზადება ქუთაისში 6 საათის აქციისთვის დილიდანვე დაიწყო. საგანგებოდ დამონტაჟდა სცენა აღმაშენებლის ძეგლის მოპირდაპირე მხარეს. უსაფრთხოების მიზნით, სიტყვით გამომსვლელებს ტყვიაგაუმტარი მინა იცავდა.

ქუთაისში საარჩევნო კამპანიის დაწყების აღსანიშნავად თავი მოიყარეს ადამიანებმა დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან. ბიძინა ივანიშვილის მშობლიური საჩხერიდან სამი ათასი ამომრჩეველი ჩავიდა ქუთაისში 600 ავტომობილით. კოლონას საჩხერიდან კოალიციის ლიდერი, მანანა კობახიძე მიუძღვოდა. სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ქუთაისში აქციას 55 ათასამდე ადამიანი დაესწრო..

ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი სიტყვის წარმოთქმა ზუსტად ექვს საათზე დაიწყო. ქუთაისელებს იგი წარმოების აღდგენას დაპირდა. განაცხადა ისიც, რომ მისი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ქუთაისი კვლავ იქცევა საიუნივერსიტეტო ქალაქად ისევე, როგორც ეს დავით აღმაშენებლის ეპოქაში იყო. კოალიციის ლიდერმა მაჯორიტარი დეპუტატობის კანიდატებიც წარადგინა დასავლეთ საქართველოს ზოგიერთი ქალაქიდან: ქუთაისში – გუბაზ სანიკიძე; სამტრედიაში – კახი კალაძე; ბაღდათში არჩილ კბილაშვილი; ზესტაფონში – გოგი ქავთარაძე; ტყიბულში –ელისო ჩაფიძე და ხარაგაულში – ნოდარ ებანოიძე. ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მისი პირველი საზრუნავი სოფლის მეურნეობა იქნება, რისთვისაც შეიქმნება ერთ მილიარდიანი საივესტიციო ფონდი. განაცხადა, რომ პოლიცია პოლიტიკური ზეწოლისგან გათავისუფლდება. „კანონიერი ქურდი ქურადად მომჯდარმა ხელისუფლებამ ჩაანაცვლა. ეს არ უნდა გაგრძელდეს. ჩვენ მოვალთ და დავამყარებთ დემოკრატიაზე დაფუძნებულ წესრიგს“,– ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

ქუთაისში შეკრების მნიშვნელობის შესახებ კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა ტელეკომპანია „მაესტროსთვის“ გუშინ მიცემულ ინტერვიუში. მისი განცხადებით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ დაინახა საზოგადოების განწყობა თბილისში, 27 მაისის აქციაზე, გადაწყვიტა რეგიონებში პოზიციების გამაგრება. ივანიშვილი ქუთაისში ამომრჩევლების დიდი ოდენობის მობილიზებას იმის დამადასტურებად მიიჩნევს, რომ კოალიციას რეგიონებშიც დიდი მხარდაჭერა აქვს, რაც არჩევნებში გამარჯვების წინაპირობაა.

აქციას ქუთაისში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „სამართლიანი არჩევნების“ 20 მონიტორი აკვირდება. საიას ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მათი გამოცდილებით, ჩვენს ქვეყანაში შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლებები ხშირად იზღუდება ხელისუფლების მხრიდან, ამდენად უფლებადამცველი ორგანიზაციები პროცესებზე დაკვირვების საჭიროებას ხედავენ.

ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ სიტყვაში სოციალური თემატიკა ყველაზე აქტუალური იყო. იგი აპირებს უმუშევრობის დაძლევას, პენსიის საარსებო მიმიმუმთან გათანაბრებას, საარსებო მინიმუმის საკითხის გადახედვასთან ერთად. ყველაზე დიდი ოვაცია კი მის  გამონათქვამს მოჰყვა, იმის შესახებ, რომ საზოგადოებას 20 ლარიანი ვაუჩერების დარიგებით შეურაცხყოფას თავად არ მიაყენებს და ზოგადად, ეკონომიკის აღორძინებაზე იზრუნებს. ივანიშვილს საკუთარ სიტყვაში არ დავიწყებია ეხსენებინა  განათლების სამინისტროს 60 თანამშრომელი, რომელთაც კარგად ანაზღაურებადი სამსახური სოლიდარობის გამო მიატოვეს. „სოლიდარობა გადამდებია“– დასძინა ივანიშვილმა.

„ქართული ოცნება“ მორიგ შეხვედრას ამომრჩეველთან მომავალ კვირას, ოზურგეთში გეგმავს.

ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების დალაგება
კომენტარები
     
მიერ (by): შოთიკო
10.06.2012 21:40
მე მჯერა ამ კაცისა და "ქართული ოცნების", რომ ეს ხალხი საქართველოსთვის ძალიან დიდი პროგრესის მომტანები იქნებიან და იმედი მაქვს, რომ არჩევნებს მოიგებენ. თბილისის აქციის შემდეგ ამის დასტური ეს აქციაცაა, მიუხედავად ხალხის სიფრთხილისა, რომ ღიად არ გამოხატონ ანტიპატია ხელისუფლების მიმართ, მაინც ამდენი ადამიანი იყო აქციაზე.


მიერ (by): brasi
10.06.2012 18:46
უკაცრავად, მაგრამ 10 000 კაცს რატო წერთ, როცა გაცილებით მეტი კაცი იყო მისული.
და გთხოვთ მიუთითოთ ხოლმე საინფორმაციო სააგენტო

No records found for this widget:3211

Your JavaScript is turned off or you have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.

ვიდეო ვაშინგტონი დღეს

ყოველკვირეული 15 წუთიანი ანალიტიკური პროგრამა, რომელშიც მოისმენთ ამერიკელი და ქართველი ექსპერტების ანალიზს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ და გაეცნობით ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველების ისტორიებს.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 27 ივლისი, 2014

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: ამერიკა არალეგალი იმიგრანტი ბავშვების დეპორტაციას იწყებს; საქართველოში აივ ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება; ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებმა ნიუ იორკში ღონისძიება გამართეს.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს

ყოველკვირეული 15 წუთიანი ანალიტიკური პროგრამა, რომელშიც მოისმენთ ამერიკელი და ქართველი ექსპერტების ანალიზს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ და გაეცნობით ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველების ისტორიებს.

ინტერაქტივი

ჩამოტვირთეთ „ამერიკის ხმის“ უფასო აპლიკაცია მობილური ტელეფონის და ტაბლეტისთვის

 
Download mobile app for your Android device.
Download mobile app for your iPhone or iPad.