შაბათი, 25 მაისი, 2013

ახალი ამბები

ნატოს ახალი კონცეფცია - „ისტორიული და ფუნდამენტური ცვლილება“

ჯეიმს აპატურაი: „საქართველო გახდება ნატოს წევრი, რასაკვირველია, როცა ის დააკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტებს“

ნატოს ახალი კონცეფცია - „ისტორიული და ფუნდამენტური ცვლილება“
ნატოს ახალი კონცეფცია - „ისტორიული და ფუნდამენტური ცვლილება“
ტექსტის ზომა - +
ლევან ღირსიაშვილი

გუშინ ვაშინგტონში ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ცენტრმა ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწეს უსაფრთხოების და პოლიტიკის საკითხებში და სპეციალურ წარმომადგენელს  კავკასიასა და ცენტრალური აზიაში ჯეიმს აპატურაის უმასპინძლა. განხილვის მთავარი თემა ნატოს ახალი კონცეფცია და ალიანსის წინაშე მდგარი  გამოწვევები იყო.  ამ კონცეფციის ერთ-ერთი ძირითადი მომენტი, როგორც ცნობილია, ნატო-რუსეთის ურთიერთობაა. შესაბამისად, ბატონი აპატურაის გამოსვლის მთავარი თემაც სწორედ მოსკოვის და ბრიუსელის თანამშრომლობა იყო.

„სერგეი ლავროვმა ნატოს გენერალურ მდივანს განუცხადა, რომ ლისაბონის სამიტზე ცივი ომის შემდგომი პერიოდი დასრულდა. და მე ვფიქრობ, რომ ეს ასეც იყო. ეს იყო პირველი სამიტი სადაც გადაწყდა არა ის საკითხები, თუ როგორ უნდა დასრულდეს ცივი ომის შემდგომი ურთიერთობა, არამედ  ჩამოყალიბდა ის ხედვა თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ თანამედროვე გამოწვევებს,“ - განაცხადა აპატურაიმ.

მისი თქმით, ნატოსა და რუსეთის ურთიერთობა ასეთ ფაზაში „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ პირველად შევიდა, რაც პოლიტიკური შემობრუნების პერიოდია.ამ თანამშრომლობის ფარგლებში ბატონმა აპატურაიმ ნატოს და შეერთებული შტატების რაკეტსაწინაღო თავდაცვის გეგმაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს ამ თანამშრომლობის ნაწილია. აპატურაის განცხადებით, რასაკვირველია რაკეტსაწინაღო თავდაცვის სტრატეგიის შესახებ ძალზედ რთული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, ისეთი ტექნიკური საკითხების შესახებ, როგორიცაა ამ სისტემის არქიტექტუყრა, სასარდლო კონტროლი და განთავსების ინფრასტრუქტურა.

თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი პატაურაის აზრით ის არის, რომ ნატო და რუსეთი თანამშრომლობენ ერთობლივად ევროპის დაცვის მიზნით. და ეს კი „ისტორიული და ფუნდამენტური ცვლილებაა.“ ასევე აპატურაიმ აღნიშნა, რომ ნატო და რუსეთი თანამშრომლობენ ავღანეთის და კიბერ უსაფრთხოების საკითხებში.

მისი თქმით 21 საუკუნეში კიბერუსაფრთხოება ერთერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ჯერჯერობით ამ სფეროში საერთაშორისო რეგულაციები ძალაინ მწირია. თუმცა, უკვე მზადდება შეთანხმება, რომ კიბერშეტევაზე ის ქვეყანა იქნება პასუხისმგებელი, რომლის ტერიტორიიდანაც იქნება განხორციელებული ესა თუ ის აქცია. აპატურაის თქმით, ეს იქნება უდიდესი და ფუნდამენტური შეთანხმება კიბერუსაფრთხოების ერთობლივად უზრუნველყოფის საქმეში. ჯეიმს აპატურაიმ საქართველო-ნატოს ურთიერთობაზეც ისაუბრა:

„ბუქარესტის გადაწყვეტილება ისევ ძალაშია. საქართველო გახდება ნატოს წევრი, რასაკვირველია, როცა ის დააკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტებს და თუკი მას ამის სურვილი ექნება. მე ვფიქრობ, გასული წელი საქართველო-ნატოს ურთიერთობაში კარგი წელი იყო. ეს იყო ნორმალიზების წელიწადი კრიზისების გარეშე. ყოველწლიური ეროვნული პროგრამა კარგად მიმდინარეობდა და ახალი პროგრამა უკვე წარმოდგენილია. ამას კარგი გამოხმაურება ქონდა მოკავშირეების მხრიდან. ჩვენ ველოდებით საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებას აპრილში, რომელიც არა მხოლოდ მექანიზმებზე იქნება კონცენტრირებული, არამედ პოლიტიკური გარემოს შექმნაზეც. მე ვფიქრობ, რომ ეს ყოველივე კარგია. ალიანსს არ შეუცვლია თავისი ხედვა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და აგრძელებს რეფორმების მხარდაჭერას. თქვენ უკეთ იცით, თუ რა რეფორმებია, რადგან ეს თქვენი არჩევანია, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. მე ველოდები ჩემს ვიზიტს საქართველოში და მოხარული ვარ ამით. საერთო ჯამში ჩვენ ვხედავთ, რომ ვითარება ნორმალიზებულია. ეს პარტნიორობა ძალიან ღირებულია და საქართველოს მიერ გაცხადებულ მისწრაფებებს ალიანსი კვლავ მხარს უჭერს,“ - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

მის თქმით, თბლისში ჩასვლა კავკასიის ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში განხორციელდება და ის ასევე ესტუმრება ერევანსაც. ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ნატოსთვის სომხეთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ქვეყანაა და ალიანსი მიესალმება ავღანეთის საკითხში ნატოსა და სომხეთის თანამშრომლობას და ერევნის მიერ შეტანილ წვლილს.ასევე, ძალზედ მნიშვნელოვანია ნატოსა და უზბეკეთის ურთიერთობა რაც ძირითადად ავღრანეთის საკითხში თანამშრომლობით გამოიხატება.

 

ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 24 მაისი, 2013

ვაშინგტონი დღეს, 24 მაისი, 2013 გადაცემაში ნახავთ: -სტუმარი: მაიკლ ჩეჩირე, ამერიკის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტიდან, რომელიც საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრობს -გამანადგურებელი ტორნადო ამერიკაში და სტიქიის შედეგები -"ფლამენკოს" ხელოვნება ლოს ანჯელესში -ნიუ იორკში ფრანგი მხატვარი ახალ აწყობს


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 12 მაისი, 2013

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: დასრულებული მისია თუ გაუარესებული მდგომარეობა - ბაღდადის დაცემიდან 10 წელის შემდეგ ამერიკელები მისიას დასრულებულად, ერაყელები კი მარცხად აფასებებ; რა უნდა იცოდეთ თინეიჯერებთან ურთიერთობის დროს... სმითსონის ინსტიტუტში უნიკალური ხელნაკეთი ნივთებისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.