ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში სიგარეტი ძვირდება


აშშ-ში სიგარეტი ძვირდება
აშშ-ში სიგარეტი ძვირდება

ნიუ იორკის გუბერნატორი დევიდ პატერსონი გადასახადების ერთი დოლარითა და 60 ცენტით გაზრდას მოითხოვს.

ქალაქ ნიუ იორკში მალე ერთი კოლოფი სიგარეტი შეიძლება 11 დოლარი გახდეს. ეს იმ შემთხვევაში, თუ შტატის კანონმდებლები ამ კვირაში თამბაქოზე გადასახადების გაზრდის კანონს მიიღებენ.

ნიუ იორკის გუბერნატორი დევიდ პატერსონი გადასახადების ერთი დოლარითა და 60 ცენტით გაზრდას მოითხოვს. აშშ-ის მასშტაბით სიგარეტის სიძვირის მიხედვით, ნიუ იორკი პირველ ადგილს დაიკავებს. სავარაუდოდ გაიზრდება ფასები სიგარებზეც.

მსგავსი ზომების მიღება დაკავშირებულია ნიუ იორკის ბიუჯეტის დეფიციტთან. მომავალი 12 თვის განმავლობაში ვარაუდობენ,რომ დეფიციტი 9 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.

XS
SM
MD
LG