ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013

ახალი ამბები

მიტ რომნი ტრადიციული ქორწინების მომხრეა

ბოლო დროს ობამას მხარდაჭერა ერთსქესიანი ქორწინების მიმართ შეერთებულ შტატებში საკამათო გახდა.

ტექსტის ზომა - +
ამერიკის ხმა

შაბათს   პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა მიტ რომნიმ ამერიკელების ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო . მან  კონსერვატიულ-ქრისტიანულ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას, ტრადიციული ქორწინების ფორმას დაუჭირა მხარი, რითაც დამსწრე საზოგადოების აღტაცება დაიმსახურა.

მიტ რომნი  კონსერვატორთა შორის განსაკუთრებული სკეპტიციზმით გამოირჩევა. იგი ხშირად აფიქსირებს საკუთარ დამოკიდებულებას და რწმენას  ოჯახური ტრადიციებისადმი.

აღსანიშნავია, რომ მიტ რომნის გამოსვლა დაემთხვა ბარაკ ობამას მხრდაჭერას ერთსქესიანი ქორწინებების ლეგალიზების შესახებ, რომელიც  ამერიკის შეერთებული შტატებიდან მხოლოდ ექვს შტატშია დაკანონებული.

ბოლო დროს ობამას მხარდაჭერა ერთსქესიანი  ქორწინების მიმართ  საკამათო გახდა.

თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ ქვეყნის მასშტაბით  გეი ქორწინების მიმართ დადებითი დამოკიდბულება იზრდება.  ამ საკითხში შესამჩნევია ახალგაზრდა ამომრჩევლების მხარდაჭერაც, მაშინ როცა ხანდაზმული ელექტორატი ერთსქესიანი წყვილების ქორწინების მოწინააღმდეგეა.

 

 

 

ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 12 მაისი, 2013

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: დასრულებული მისია თუ გაუარესებული მდგომარეობა - ბაღდადის დაცემიდან 10 წელის შემდეგ ამერიკელები მისიას დასრულებულად, ერაყელები კი მარცხად აფასებებ; რა უნდა იცოდეთ თინეიჯერებთან ურთიერთობის დროს... სმითსონის ინსტიტუტში უნიკალური ხელნაკეთი ნივთებისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 4 მაისი, 2013

დღევანდელ გადაცემაში იხილავთ: როგორ გამოასწორეს ამერიკაში საჰაერო დისპეჩერების რაოდენობის შემცირების პრობლემა? 2030 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის ორი მესამედი ურბანულ ტერიტორიაზე იცხოვრებს. როგორ შეიძლება ამ ადამიანების გამოკვება და მართლა შესაძლებელია თუ არა ასფალტზე მოსავლის მოყვანა? უდიპლომო სტუდენტები, რომლებმაც ინტერნეტი შეცვალეს. გუგლის დამფუძნებელი ორი ახალგაზრდა დღეს მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაშია.