ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასანჟი ფილმს იღებს


ასანჟი ფილმს იღებს
ასანჟი ფილმს იღებს

ტელეარხის განცხადებით, მათ 430 მილიონი მაყურებელი ჰყავთ.

სკანდალური ვებგვერდის ვიკილიქსის დამფუძნებელი ჯულიან ასანჯი რუსულ ტელეარხზე ახალ შოუს გაუძღვება. ამის შესახებ ტელეკომპანია „RUSSIA TODAY“ იუწყება. შოუს ტრანსლირება მარტში დაიწყება. ინფორმაციის მიხედვით, ასანჯი იღებს ფილმს, რომელიც ბრიტანეთში მის შიდა პატიმრობას შეეხება, საიდანაც ის შვედეთში ექსტრადირების წინააღმდეგ იბრძოდა.

შვედეთში კი მას სექსუალურ ძალადობაში სდებდნენ ბრალს. რუსულმა ტელეარხმა „RUSSIA TODAY“-მ მაუწყელობა 2005 წელს დაიწყო და მისი მიზანია რუსული თვალთახედვის საერთაშორისო არენაზე წარმოჩენა. ტელეარხის განცხადებით, მათ 430 მილიონი მაყურებელი ყავთ.

XS
SM
MD
LG