შაბათი, 25 მაისი, 2013

ახალი ამბები

„დრონები“ უფლებების დასაცავად

ზღვის გარემოს დაცვის საზოგადოება არალეგალური თევზჭერის დასაფიქსირებლად უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს.

„დრონები“ უფლებების დასაცავად
„დრონები“ უფლებების დასაცავად
ტექსტის ზომა - +
ამერიკის ხმა

უფლებადამცველი თუ გარემოდასცველი ჯგუფები და ასევე სხვადასხვა ჟურნალისტები ამ ბოლო დროს უპილოტო საფრენი აპარატების იგივე დრონების გამოყენების საკითხს  აქტიურად განიხილავენ. ამ თემას „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ნიკო კოლომბანტი არკვევდა.

იუთუბზე დადებულ ვიდეოში მინიატურული ვერტმფრენი სახელად რობოკოპტერი ჩანს, რომელიც ვიდეო კამერით არის აღჭურვილი და ვარშავაში შეკრებილ დემონსტრანტებს და პოლიციას შორის მომხდარ შეტაკებას აკვირდება. ეს ტექნოლოგიური მიღწევა მომავლის ჟურნალისტიკის პროექტმა გააშუქა. ინტერნეტ გვერდზე ასევე ნახსენებია ნებრასკას უნივერსისტეტში არსებული ექსპერიმენტული ლაბორატორიის შესახებ, რომელიც ე.წ. დრონების ჟურნალისტიკის შესაძლებლობას სწავლობს, ანუ თუ როგორ შეიძლება საფრენ მოწყობილობაზე დამაგრებული ვიდეოკამერით სხვადასხვა მოვლენების გადაღება.

„როდესაც ვეშაპებზე არალეგალურად მონადირე გემს უახლოვდები, ძალიან ფრთხილად უნდა იყო, რადგან ისინი ხშირად ყუმბარებით, წყლის ჭავლებით და ბარჯებით არიან შეიარაღებული,“ - ნათქვამია ზღვის გარემოს დაცვის საზოგადოების ვიდეო მიმართვაში.

სწორედ ამიტომ, ზღვის გარემოს დაცვის საზოგადოება არალეგალური თევზჭერის დასაფიქსირებლად უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს.

ენდრიუ სნიდერმანი გენოციდის საწინააღმდეგო ქსელის თანადამფუძნებელია. მან ახლახანს გამოაქვეყნა სტატია, რომელიც "ნიუ-იორკ თაიმსში" დაიბეჭდა. სტატიის სათაურია „დრონები ადამიანის უფლებებისთვის“. უფლებადამცველი აქტივისტები უკვე აქტიურად განიხილავენ დრონების მეშვეობით ინფორმაციის მოპოვებას ისეთ კონფლიქტურ ზონებში, როგორიცაა სირია, ან თუნდაც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილი.

„არსებობს გარემოებები, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ საჭიროა უფრო დეტალური ინფორმაციის მოპოვება ამა თუ იმ ვითარებაში, როდესაც სამთავრობო ჯარები საკუთარ მოქალაქეებს ხოცავენ,“ - ამბობს სნიდერმანი.

მისი თქმით, უბრალო უპილიტო საფრენი აპარატი რამდენიმე ათეული ათასი დოლარი ღირს, მაშინ როცა უფრო მაღალტექნოლიგიურ დრონის ფასი რამდენიმე ასეულ ათასაც აღწევს. სნიდერმანის თქმით, ასეთი დრონების გამოყენების საშუალება მხოლოდ უმსხვილეს უფლებადამცველ ორგანიზაციებს აქვთ. თუმცა როდესაც უპილოტო საფრენი აპარატი ქვეყნის საჰაერო სივრცეს არღვევს, ასეთი გზით მოპოვებული ინფორმაცია უკანონოდ ითვლება.

მაგრამ სნიდერმანი ამბობს, რომ არსებობს შემთხვევა, როდესაც უფლებადამცველების მიერ დრონების გამოყენება გამართლებულია.

„ტექნოლგია შესაძლოა კარგი მიზნებისთვისც იყოს გამოყეებული და ცუდისთვისაც. ჩვენი აზრით, უფლებადამცველმა ჯგუფებმა ამ ახალი ტექნოლოგიების ათვისება უნდა განიხილონ, რათა დარღვევების შესახებ ინფორმაცია მოიპოვონ,“ - ამბობს სნიდერმანი. მისი თქმით, დრონებით გადაღებული ვიდეო მასალები  უფრო ეფექტურია უფლებების დარღვევების გასაშუქებლად.

ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 24 მაისი, 2013

ვაშინგტონი დღეს, 24 მაისი, 2013 გადაცემაში ნახავთ: -სტუმარი: მაიკლ ჩეჩირე, ამერიკის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტიდან, რომელიც საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრობს -გამანადგურებელი ტორნადო ამერიკაში და სტიქიის შედეგები -"ფლამენკოს" ხელოვნება ლოს ანჯელესში -ნიუ იორკში ფრანგი მხატვარი ახალ აწყობს


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 12 მაისი, 2013

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: დასრულებული მისია თუ გაუარესებული მდგომარეობა - ბაღდადის დაცემიდან 10 წელის შემდეგ ამერიკელები მისიას დასრულებულად, ერაყელები კი მარცხად აფასებებ; რა უნდა იცოდეთ თინეიჯერებთან ურთიერთობის დროს... სმითსონის ინსტიტუტში უნიკალური ხელნაკეთი ნივთებისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.