ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომის პაპი აფრიკას სტუმრობს


რომის პაპი აფრიკას სტუმრობს
რომის პაპი აფრიკას სტუმრობს

2009 წელს კამერუნში და ანგოლაში მოგზაურობის შემდეგ ეს ბენედიქტ მეთექვსმეტეს მეორე ვიზიტია აფრიკაში.

რომის პაპი ბენედიქტ მე-16 უკვე მეორე დღეა აფრიკაში ბენინის რესპუბლიკაში იმყოფება . დღეს მან აფრიკის პოლიტიკურ და სასულიერო ლიდერებს თხოვნით მიმართა, საკუთარ ხალხს აწმყოს დასახიჩრებით მომავლის რწმენა არ დაუკარგონ.

პაპი სიტყვით ბენინის კომერციულ დედაქალაქ კოტონუში მდებარე საპრეზიდენტო სასახლეში გამოვიდა. ვიზიტი კულმინაციას დღეს საღამოს მიაღწევს, როდესაც ის მსმენელებს კათოლიკური ეკლესიის განვითარების აფრიკულ გეგმას გააცნობს.

ვუდუს კულტის პოპულარობის მიუხედავად, ბენინის მოსახლეობის 30 პროცენტი კათოლიკეა. თავად აფრიკის კონტინენტი კი რომაული კათოლიციზმის ყველაზე სწრაფად მზარდ რეგიონად ითვლება. პაპი ასევე ხელს მოაწერს სამოციქულო შეგონების დოკუმენტს, რომელიც აფრიკის მთელ კონტინენტს მშვიდობის, სამართლიანობის და შერიგებისკენ მოუწოდებს.

2009 წელს კამერუნში და ანგოლაში მოგზაურობის შემდეგ ეს ბენედიქტ მეთექვსმეტეს მეორე ვიზიტია აფრიკაში.

XS
SM
MD
LG