ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო ავღანეთის ახალ გეგმაზე მსჯელობს


ნატო ავღანეთის ახალ გეგმაზე მსჯელობს
ნატო ავღანეთის ახალ გეგმაზე მსჯელობს

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, ქვეყნის შიგნით გადაადგილებებს ქაბულში დაბანაკებული ნატოს გენერლები გაუწევენ კოორდინაციას.

ნატოს თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში ორი დღით იმ მიზნით შეიკრიბნენ, რომ აშშ-სა და საფრანგეთის მოწოდებით, ავღანეთის შეიარაღებულმა ძალებმა 2013 წელს სამხედრო ოპერაციების პასუხისმგებლობა გადაიბარონ.

ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი მიესალმება გადაწყვეტილებას ავღანეთიდან ჯარების ერთი წლით ადრე გაყვანასთან დაკავშირებით. თუმცა მისივე განცხადებით, ახალი გეგმის კონკრეტული გრაფიკი ჯერჯერობით არ არსებობს. ბატონი რასმუსენი ვარაუდობს, რომ ავღანელებისთვის ძალაუფლების გადაცემა 2013 წელს მოხდება.

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ქვეყნის შიგნით გადაადგილებებს ქაბულში დაბანაკებული ნატოს გენერლები გაუწევენ კოორდინაციას.

ორდღიან შეხვედრაზე ნატოს მინისტრების წინაშე სიტყვით ავღანეთში აშშ-ს საზღვაო ქვეითი ჯარების გენერალი ჯონ ალენიც გამოვა. მინისტრები შეეცდებიან განსაზღვრონ, თუ რამდენად რეალურია საფრანგეთის და აშშ-ს მიერ შემოთავაზებული გეგმა პრაქტიკულად განხორციელდეს.

XS
SM
MD
LG