ხუთშაბათი, 03 სექტემბერი, 2015

ახალი ამბები

შენგენის ზონაში ცვლილებებია

მოლაპარაკებები ამ საკითხზე კვლავ გაგრძელდება.

ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, უვიზო ტერიტორიაზე სასაზღვრო შემოწმება აღდგება, რათა არალეგალურ იმიგრაციას დაბრკოლება შეექმნას.

შენგენის ზონაში შემავალი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრები ამ საკითხზე ხუთშაბათს ლუქსემბურგში შეთანხმდნენ. უვიზო ქვეყნების ზონაში შედის ევროკავშირის ყველა ქვეყანა და ისლანდია, ნორვეგია, შვეიცარია და ლიხტენშტეინი.

მას შემდეგ, რაც უკანონო მიგრანტი შენგენის ზონაში შედის, მას შეუძლია თავისუფლად გადაადგილდეს ერთი ქვეყნიდან მეორეში. ამიტომაც, აღდგენილი სასაზღვრო კონტროლი არალეგალურ იმიგანტთა გადაადგილებას გარკვეულწილად შეაფერხებს.

ბრიუსელში ევროპარლამენტის შეკრებაზე ევროკავშირის შინაგან საქმეთა კომისარმა, სესილია მალმსტრომმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ამ საკითხზე კვლავ გაგრძელდება.

ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, მოსაზრება პირველმა გამოთქვათ.

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 30 აგვისტო, 2015

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: რიგაში ნატოს ცენტრის ერთ-ერთ მიზანს რუსეთის პროპაგანდასთან გამკლავებაა; ამერიკაში 11 მილიონზე მეტი უკანონო იმიგრანტია; დოკუმენტური ფილმი, რომელშიც ნარკოტიკ მეტამფეტამინის დამზადების პროცესია ნაჩვენები.

ინტერაქტივი

ჩამოტვირთეთ „ამერიკის ხმის“ უფასო აპლიკაცია მობილური ტელეფონის და ტაბლეტისთვის

 
Download mobile app for your Android device.
Download mobile app for your iPhone or iPad.