ოთხშაბათი, 05 აგვისტო, 2015

ახალი ამბები

ბანგკოკში წყალდიდობამ პიკს მიაღწია

მთავრობამ სპეციალური 5-დღიანი სამუშაო დასვენება გამოაცხადა, რათა მოსახლეობა მოსალოდნელი საფრთხისგან დაეცვა.

ბანგკოკში წყალდიდობამ პიკს მიაღწია
ბანგკოკში წყალდიდობამ პიკს მიაღწია

ათობით ათასი ადამიანი ტოვებს ბანგკოკს. ტაილანდის პრემიერ-მინისტრის განცხადებით წყლის დონე წყალდიდობის ზონაში მეტს აღარ მოიმატებს.

პრემიერმა შინავატრამ შაბათის ყოველკვირეულ მიმართვაში აღნიშნა, რომ წყალდიდობამ პიკს უკვე მიაღწია  და შემდეგი კვირიდან თანდათან დაიკლებს. ბანგკოკში კი მაინც პანიკაა. აეროპორტებში, მატარებლის და ავტობუსის სადგურებზე ტევა არ არის. მოსახლეობა ცდილობს ქვეყნის სამხრეთს შეაფაროს თავი, სადაც წყალდიდობის ნაკლები საშიშროებაა. მთავრობამ სპეციალური 5-დღიანი სამუშაო დასვენება გამოაცხადა, რათა მოსახლეობა მოსალოდნელი საფრთხისგან დაეცვა.

პენტაგონის განცხადებით, ტაილანდის მთავრობამ მათ თხოვნით მიმართა, არ გაიყვანოს პორტიდან ამერიკული სამხედრო ხომალდი „დისთროიერი“, რათა საჭიროების შემთხვევაში მასზე ვერტმფრენებით ხალხის გადაყვანა მოხდეს.

 

 

ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, მოსაზრება პირველმა გამოთქვათ.

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 2 აგვისტო, 2015

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: იაპონელები ოკინავას კუნძულზე ამერიკული ბაზის გაფართოებას ეწინააღმდეგებიან; 50 წლის წინ მიტოვებული მიწისქვეშა გვირაბები მალე შეიძლება ვაშინგტონის კულტურულ ცენტრად იქცეს; დარჩით ჩვენთან და გაიგეთ რა მარტივი მეთოდით შეიძლება სტრესის და დაძაბულობის მოხსნა.

ინტერაქტივი

ჩამოტვირთეთ „ამერიკის ხმის“ უფასო აპლიკაცია მობილური ტელეფონის და ტაბლეტისთვის

 
Download mobile app for your Android device.
Download mobile app for your iPhone or iPad.