ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში ხმების დათვლა გრძელდება


მოჰამედ მორსის დაძაბული ბრძოლა უხდება და მცირედი უპირატესობით ლიდერობს.

ეგვიპტეში გრძელდება ისტორიული მნიშვნელობის არჩევნების შედეგების დათვლა. მუსლიმთა საძმო საკუთარი კანდიდატის დიდი უპირატესობით გამარჯვების შესახებ იტყობინება. თუმცა საძმოს კანდიდატი ჰოჰამედ მორსი ამ ეტაპზე მხოლოდ ერთერთია ფავორიტ კანდიდატებს შორის. დამკვირვებლები ეგვიპტეში განმეორებით არჩევნებს არ გამორიცხავენ.

არჩევნების შედეგები ოფიციალურად მომავალ კვირას გახდება ცნობილი. თუმცა მუსლიმთა საძმოს ინფორმაციას ძირითადად სხვა შედეგებიც ამტკიცებს, რომელთა შედეგად მოჰამედ მორსის დაძაბული ბრძოლა უხდება და მცირედი უპირატესობით ლიდერობს. სხვა კანდიდატებს შორის არიან ისლამისტი აბდელ მონეჰიმ აბულ ფუთა, საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი აჰმედ შაფიკი, ცნობილი სოციალისტი ჰამდინ საბაჰი, რომელსაც ახალგაზრდები ანიჭებენ უპირატესობას და არაბული ლიგის ყოფილი მეთაური ამრ მუსა.

ან ფიბზემ ორგანიზაცია „ჰუმან რაითს ვოჩის“ წარმომადგენელი ჰება მორაიეფი დარწმუნებულია, რომ მართველი სამხედრო საბჭო ხმებს საჰაერო ძალების გენერლის სასარგებლოდ არ გააყალბებს:

" მე ვფიქრობ, რომ შაფიკი, უბრალოდ ვერ გაიმარჯვებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. ეგვიპტეში ამრ მუსას მეტნაკლებად კარგად იცნობენ და გაყალბება, თუ საქმე აქამდე მივიდა, არაბული ლიგის ყოფილი მაღალჩინოსნის სასარგებლოდ უფრო გაუადვილდება სამხედრო საბჭოს."

შედეგების დათვლა საარჩევნო უბნებზე, დამკვირვებლების თანდასწრებით მიმდინარეობს, ელექტორატის უმრავლესობა იმედოვნებს, რომ ხმის დათვლის პროცესი თანაბარ და სამართლიან პირობებში ჩაივლის.

XS
SM
MD
LG