სამშაბათი, 18 ივნისი, 2013

ახალი ამბები

ბარაკ ობამამ კამპანია დაიწყო

ბარაკ ობამამ მიტ რომნი ქვეყნის წარსულში დაბრუნების მცდელობაში დაადანაშაულა.

ტექსტის ზომა - +
ამერიკის ხმა

საპრეზიდენტო არჩევნებადმე ექვსი თვე დარჩა და პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საარჩევნო კამპანია დაიწყო. შაბათს ობამა ორი შტატის ცნობილ უნივერსიტეტებს ესტუმრა.

ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტმა ოთხი წლის წინ ბარაკ ობამას მხარდაჭერა გაუწია:

„ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ იმას, რაც დავიწყეთ. ამისთვის ყველანი მზად ვართ, ეს ყველას შეგვიძლია“-აღნიშნა პრეზიდენტმა სტუდენტებთან გამოსვლისას.

მეორე უნივერსიტეტი, რომელსაც პრეზიდენტი ობამა ეწვია,  ვირჯინიის შტატში ქალაქ რიჩმონდის უნიევრსიტეტი გახლდათ. ექსპერტების აზრით, ოჰაიო და ვირჯინია ამერიკის ის შტატებია, რომლებიც არჩევნების შედეგებზე დიდ გავლენას ახდენენ.

მოგეხსენებათ, ამერიკის ეკონომიკა საპრეზიდენტო კანდიდატების ერთერთი მთავარი თემაა, ამიტომაც პრეზიდენტმა კამპანიის პირველ შტატად ოჰაიო აირჩია, რომელიც ქვეყანის   მრეწველობის გამწევ ძალად ითვლება:

„ექსპორტი გაიზარდა, გასული ორი წლის განმავლობაში 4 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა.1 მილიონი ადამიანი მხოლოდ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში დასაქმდა.“

რესპუბლიკელი კანდიდატი მიტ რომნის კი ბარაკ ობამას ზუსტად  ეკონომიკის გამოცოცხლებაში ნაკლებად შეტანილი წვლილის გამო აკრიტიკებს. მისი თქმით,  შეერთებული შტატების ეკონომიკა დღესდღეობით ძალზე დუნეა და მის განვითარებაზე საუბარი ზედმეტია.

რომნი ასევე ძალზე კრიტიკულია ბარაკ ობამას  2010 წლის  ჯანმრთელობის რეფორმის მიმართაც. პენსილვანიის შტატის ქალაქ პიტსბურგში ამომრჩევლებთან შეხვედრისას მან აღნიშნა, რომ რეფორმის ანულირება  უნდა მოხდეს:

„კანონი, რომელიც მწარმოებლებს და ინოვატორებს შიშის ზარს სცემს და ადამიანებს ახალი სამუშაო ადგილების პერპექტივას უკარგავს- უნდა გაუქმდეს. ობამას ჯანრთელობის რეფორმა ყოვლად უვარგისია.“

პრეზიდენტმა ობამამ რომნის საპასუხოდ  საკუთარი პოლიტიკა დაიცვა და მიტ რომნი  ქვეყნის წარსულში დაბრუნების მცდელობაში დაადანაშაულა:

„ამერიკას აღარ სჭირდება ხელახალი ბრძოლა ვოლ სტრიტის და ჯანმრთელობის რეფორმებთან დაკავშირებით.“

კამპანიის პირველ დღეს პრეზიდენტ ობამას  მეუღლეც  თან ახლდა.  როგორც თავად   მიშელ ობამა ამბობს, იგი მთელი ექვსი თვის განმავლობაში  კამპანიაში ჩართული იქნება:

„შეიძლება მიკერძოებულად  გეჩვენოთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ   ნამდვილად არაჩვეულებრივი პრეზიდენტი გვყავს “-აღნიშნა მიშელ ობამამ.

გამოკითხვები აჩვენებს, რომ დღესდღეობით შეერთებულ შტატებში მიშელ ობამა პრეზიდენტზე მეტი პოპულარობით  სარგებლობს.

კამპანიის პირველი დღე დასრულდა. წინ მარათონის ექვსი თვეა. ექპერტთა აზრით, ახალგარზდა ამერიკელი ამომრჩველები ბარაკ ობამას მეორე ვადით არჩევას კვლავაც მხარს დაუჭერენ. მითუმეტეს ახლა,როცა მიაჩნიათ, რომ მათ რჩეულს  თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება.

ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 7 ივნისი, 2013

დრევანდელ გადაცემაში იხილავთ: თურქეთსა და სირიაში მიმდინარე მოვლენებზე ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოკერი საუბრობს; რატომ ფიქრობენ ნიუ იორკელები, რომ ახალი მილსადენი ქალაქისთვის რადიოაქტიურ საფრთხეს წარმოადგენს? როგორ აისახება სეკვესკკტრი ვაშინგტონში ტურიზმის ბიზნესზე? ვილ სმიტის ახალი სამეცნიერო ფანტასტიკა ფართო ეკრანებზე - ადამიანების მიერ განადგურებულ დედამიწაზე სიცოცხლე აღდგა, თუმცა პლანეტა ადამიანებისთვის საფრთხეებითაა სავსე.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს 24 მაისი, 2013

ნახეთ ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ მომზადებული ტელე პროგრამა ვაშინგტონიდან. სხვადასხვა სიუჟეტებთან ერთად, მოისმინეთ ინტერვიუ ამერიკელ ანალიტიკოსთან საგარეო პოლიტიკის კვლევების ინსტიტუტიდან-მაიქლ ჩეჩირესთან.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.