ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2013

ახალი ამბები

რატომ იმატა სუიციდის შემთხვევებმა ევროპაში?

რატომ იმატა სუიციდის შემთხვევებმა ევროპაში?
რატომ იმატა სუიციდის შემთხვევებმა ევროპაში?
ტექსტის ზომა - +
ამერიკის ხმა

ევროპის ქვეყნებში ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მოსახლეობაში თვითმკვლელობის რაოდენობამ იმატა. ეს ტრაგიკული ტენდენცია განსაკუთრებით ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში შეიმჩნევა.

უკანასკნელი კვლევებით, საბერძნეთში 2007-2009 წლებში, წარსულის მაჩვენებელთან შედარებით,15 პროცენტით მეტმა ადამიანმა გამოუტანა საკუთარ თავს სასიკვდილო განაჩენი.

ლავლოს ტსიმასი ბერძენი ჟუნრალისტია და ამ პრობლემას   სპეციალურად დოკუმენტური ფილმი მიუძღვნა. ფილმში ტსიმასი  თვითმკვლელი ბიზნესმენის ოჯახშჲ მიდის და ოჯახის წევრებს ამ თემაზე ესაუბრება:

“როგორც გაირკვა ახალგაზრდა კაცმა საკუთარი თვითმკვლელობა იდეალურად დაგეგმა. ავტომობილში ბენიზინით სავსე ჭურჭელი ჩააწყო, შემდეგ კი ჩახმახს ხელი გამოკრა და მანქანასთან ერთად აფეთქდა. “

საბერძნეთი დღეს სერიოზული  ფინანსური პრობლემების წინაშე დგას. მთავრობამ ყოვლეგვარი შეღავათები შეუწყვიტა მოსახლეობას და ქვეყნის ბიუჯეტი მუდმივ დეფიციტს განიცდის. დღესდღეობით ყოველი მეექვსე საბერძნეთის მოქალაქე სამსახურის გარეშეა დარჩენილი და ოჯახს ფინანსურად ვერ უზრუნველყოფს.

“საბერძნეთში მომხდარი თვითმკვლელობები განსაკუთრებული იმითაცაა,რომ ადამიანები ამ ნაბიჯზე გააზრებულად მიდიან. ამ გადაწყევეტილებით მათ სურთ საკუთარი ტრაგედია საჯარო აქციონ და საზოგადოებას გამოწვევას გაუგზავნონ.”

საბერძნეთში  თვითმკვლელობის მსხვერპლად  ძირითადად მამაკაცები ხდებიან. ამას ექსპერტები იმითაც ხსნიან, რომ ბერძენ მამაკაცებს უმუშევრობა ღირსებას ულახავს და სასოწარკვეთილებს სხვა არჩევანიარ აქვთ. თუმცა ანალოგიურად მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება ირლანდიაშიც. საბანკო კრიზისის პარალელურად, ირლანდიაში თვითმკვლელობების რაოდენობამ, ბოლო ორი წლის მანძჲლზე შემაშფოთებელი მაჩვენებლებს მიაღწია.

დევიდ სტაკლერი კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორია. იგი ერთერთი ავტორია კვლევისა, რომელმაც ევროპაში თვითმკვლელობათა ზრდა გამოავლინა:

“ირლანდიის გარდა, გახშჲრდა თვითმკვლელობი ესპანეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც. აქ სუიციდის შემთხვევათა  16 პროცენტით ზრდა დაფიქსირდა.”

პროფესორ სტაკლერის განცხადებით, მოსახლეობაში დეპრესიისა და თვითმკვლელობისადმი მიდრეკილება ეგრეთწოდებული მენტალური კრიზისის შედეგია. კრიზისი კი, ძირითადად მთავრობისა და ხელისუფალთა პასუხისმგებლობაა.

ამის ნათელი დადასტურებაა ის ფაქტიც, რომ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა შვედეთი და ფინეთი, მოსახლეობას მკაცრი განსჩენის გამოტანა საკუთარი თავის მიმართ არ უწევს. ეს კი იმით არის განპირობებული, რომ მთავრობა უმუშევრობის პერიოდში მოქალაქეებს არა მარტო  ფინანსური, არამედ მორალურ  მხარდაჭერას აძლევს:

“აქედან კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ თანამედროვე ადამიანისთვის მთავარი  ფინანსური დახმარება კი არა - სრულყოფილების შეგრძნებაა. ეს კი არა მთავრობის შეღავათს, არამედ კარგ სამსახურს და სოლიდურ ხელფასს მოაქვს”

ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 7 ივნისი, 2013

დრევანდელ გადაცემაში იხილავთ: თურქეთსა და სირიაში მიმდინარე მოვლენებზე ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოკერი საუბრობს; რატომ ფიქრობენ ნიუ იორკელები, რომ ახალი მილსადენი ქალაქისთვის რადიოაქტიურ საფრთხეს წარმოადგენს? როგორ აისახება სეკვესკკტრი ვაშინგტონში ტურიზმის ბიზნესზე? ვილ სმიტის ახალი სამეცნიერო ფანტასტიკა ფართო ეკრანებზე - ადამიანების მიერ განადგურებულ დედამიწაზე სიცოცხლე აღდგა, თუმცა პლანეტა ადამიანებისთვის საფრთხეებითაა სავსე.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს 24 მაისი, 2013

ნახეთ ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ მომზადებული ტელე პროგრამა ვაშინგტონიდან. სხვადასხვა სიუჟეტებთან ერთად, მოისმინეთ ინტერვიუ ამერიკელ ანალიტიკოსთან საგარეო პოლიტიკის კვლევების ინსტიტუტიდან-მაიქლ ჩეჩირესთან.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.