ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2013

ახალი ამბები

კლიმატური ცვლილებების კონფერენცია შეთანხმებამდე მივიდა

შეიქმნება ფონდი,რომელიც მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებს გლობალურ დათბობასთან გამკლავებაში დაეხმარება.

კლიმატური ცვლილებების კონფერენცია შეთანხმებამდე მივიდა
კლიმატური ცვლილებების კონფერენცია შეთანხმებამდე მივიდა
ტექსტის ზომა - +

სამხრეთ აფრიკაში შეკრებილი 194 ქვეყნის დელეგატი  ერთხმად შეთანხმდა საკითზე, რომ სასწრაფოდ იქნეს მიღებული ზომები კლიმატური ცვლილებების შესაჩერებლად.

ახალი შეთანხმებით, ხუთი წლის განმავლობაში ინდსუტრიულმა ქვეყნებმა მკაცრად უნდა დაიცვან 1997წელს გაფორმებული ხელშეეკრულების პირობები, რომელსაც ვადა 2012 წელს გასდის. ამ ხელშეკრულების ერთერთი მთავარი  პირობაა ქვეყნებმა მუდმივად ითანამშრომლონ ერთამნეთთან სათბური გაზების შემცირების საკითხებთან დაკავშირებით.

სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაიტე ნიკოანა მაშაბანემ, რომელიც ასევე კონფერენციის თავმჯდომარეც იყო, მზარდი ეკონომიკის ქვეყნების: ჩინეთისა და ინდოეთის დელეგატებს  ახალ შეთანხმებასთან დაკავშირებით, შემდეგი სიტყვებით   მიმართა:

„ვიცით, რომ მიღწეული შეთანხმება სრულყოფილი არ არის, მაგრამ სრულყოფილებაზე ფიქრმა შეიძლება დრო დაგვაკარგინოს და მთავარი პრობლემა გადაუჭრელი დატოვოს“

კონფერენციის ერთერთი  მთავარი მიღწევა იყო ევროკავშირის ქვეყნების შეთანხმებაც, რომელიც მომავალი სათბური გაზების შემცირების მოლაპარაკებების პროცესში ევროქვეყნების ჩართულობასაც ითვალსიწინებს:

ევროკავშირის კლიმატის საკითხების კომისარის კონი ჰედეგაარდის  განცხადებით, მსოფლიო სერიოზული საფრთხის წინაშე დგას და კაცობრიობის მომავალზე მთელი პლანეტის სახელმწიფოებმა უნდა იზრუნონ.

დურბანში მიმიდნარე კლიმატური ცვლილებების კონფერენციის დელეგატებმა ეს გადაწყვეტილება  ორკვირიანი შეხვედრების შემდეგ მიიღეს. მონაწილეებმა ასევე გადაწყვიტეს შეიქმნას ფონდი, რომელშიც შემოწირულობების სახით შესული თანხები მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებს   სამომავლოდ  გლობალურ დათბობასთან გამკლავებაში  დაეხმარება.

ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 7 ივნისი, 2013

დრევანდელ გადაცემაში იხილავთ: თურქეთსა და სირიაში მიმდინარე მოვლენებზე ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოკერი საუბრობს; რატომ ფიქრობენ ნიუ იორკელები, რომ ახალი მილსადენი ქალაქისთვის რადიოაქტიურ საფრთხეს წარმოადგენს? როგორ აისახება სეკვესკკტრი ვაშინგტონში ტურიზმის ბიზნესზე? ვილ სმიტის ახალი სამეცნიერო ფანტასტიკა ფართო ეკრანებზე - ადამიანების მიერ განადგურებულ დედამიწაზე სიცოცხლე აღდგა, თუმცა პლანეტა ადამიანებისთვის საფრთხეებითაა სავსე.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს 24 მაისი, 2013

ნახეთ ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ მომზადებული ტელე პროგრამა ვაშინგტონიდან. სხვადასხვა სიუჟეტებთან ერთად, მოისმინეთ ინტერვიუ ამერიკელ ანალიტიკოსთან საგარეო პოლიტიკის კვლევების ინსტიტუტიდან-მაიქლ ჩეჩირესთან.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.