ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დენიელ შაპირო: ვაშინგტონს ირანზე თავდასხმის გეგმა აქვს


ვაშინგტონის მიზანია, ეს საკითხი დიპლომატიური ზეწოლით და არა სამხედრო ძალის გამოყენებით გადაიჭრას.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ისრაელში განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზად არის ირანის წინააღდმეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს, რათა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნას შეუშალოს ხელი.

ელჩის დენიელ შაპიროს განცხადებით, ვაშინგტონის მიზანია, ეს საკითხი დიპლომატიური ზეწოლით და არა სამხედრო ძალის გამოყენებით გადაჭრას.

"მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამხედრო ჩარევა გამორიცხულია. ეს არა მარტო შესაძლებელია, არამედ ამის გეგმაც კი არსებობს”-აღნიშნა ელჩმა.

ბატონი შაპიროს განცხადებით, სამხედრო ძალის გამოყენების კონკრეტული თარიღი არ არსებობს, თუმცა შეერთებული შტატები ამ ნაბიჯს მხოლოდ მაშინ გადადგამს, როდესაც დიპლომატიური ზეწოლა შედეგს ვეღარ გამოიღებს.

XS
SM
MD
LG