კვირა, 29 მარტი, 2015

ახალი ამბები

მსოფლიო თამბაქოს გარეშე

მსოფლიო თამბაქოს გარეშე - რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს ეს ერთდღიანი კამპანია?

ამერიკის ხმა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ყველა მწეველს მოუწოდებს 31 მაისს, ერთი დღე-ღამის განმავლობაში მაინც არ მოწიონ. მსოფლიო თამბაქოს გარეშე - ამ კამპანიას საფუძველი ჯერ კიდევ 1987 წელს ჩაეყარა. ამერიკის სხვადასხვა შტატებში და ქალაქებში 31 მაისს განსხვავებულად აღნიშნავენ.

ტენესის შტატის ქალაქ ნოქსვილში ამ დღეს ხუმრობით „ინდაურის დღესაც“ კი უწოდებენ. და აი, რატომ: მწეველებს შეუძლიათ თავიანთი სიგარეტები ერთ მოზრდილ, გაყინულ ინდაურში გადაცვალონ

მსოფლიო თამბაქოს გარეშე - რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს ეს ერთდღიანი კამპანია?

ჯოანა კოენი სახელგანთქმული ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტზე „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ - ინიციატივას ხელმძღვანელობს. მისი თქმით, მსგავსი სტატისტიკის შესწავლა აქამდე შეუძლებელი იყო.

პროფესორი კოენი აღნიშნავს, რომ ახლა „გუგლის“ ახალი ამბების და ინტერნეტის სხვა გვერდების წყალობით, 31 მაისის საინფორმაციო კამპანიის ეფექტურობის გაზომვა შესაძლებელი გახდა.

მეცნიერებმა დაკვირვების ჩასატარებლად სამხრეთ ამერიკის ქვეყნები აირჩიეს. მიზეზებს შორის ერთ-ერთი საკმაოდ ბანალური, მარტივი და ამავე დროს ხარჯეფექტური იყო. ამ ქვეყნების უმრავლესობაში ესპანურად მეტყველებენ, ამიტომაც კვლევისთვის მხოლოდ ერთი ენა საკმარისი იქნებოდა. ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი კრიტერიუმი იყო ადამიანთა რა რაოდენობა შეეცდებოდა მოწევისთვის თავის განებებას და ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიებას.

კვლევის ხელმძღვანელი, ჯონ აიერსი ამბობს, რომ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა:

2000 წლის შემდეგ თუ დავაკვირდებით, იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებმაც სიგარეტზე თავის გასანებებლად რჩევისთვის ინტერნეტს მიმართა, 40 პროცენტით გაიზარდა. შესაბამისად, რაკი მათ ინფორმაციის მოპოვება სცადეს, მეტი შანსია, რომ მოწევას თავი დაანებონ“ - აცხადებს ბატონი აიერსი.

პასუხი კითხვაზე - „როგორ დავანებო თავი მოწევას“ - ინტერნეტ-ძიების გვერდებზე სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება. რასაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები მოწევის მავნე ჩვევისთვის თავის დანებების პირველ და აუცილებელ ნაბიჯად თვლიან.

 

ჩვენი კვლევა ადასტურებს, რომ ამ დღეს, რომელსაც - „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“- ვუწოდებთ, მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ზოგადად ცნობიერების ამაღლებაში და განსაკუთრებით კი განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის ინფორმირებაში“ - აღნიშნავს კვლევის ხელმძღვანელი.

მკვლევარების თქმით, ინფორმაცია, რომელიც მათ მოიპოვეს, მსოფლიოს ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროებს დიდ დახმარებას გაუწევს. რაკი მათი მოსახლეობა მოწევაზე თავის დანებებისთვის ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს და შესაბამის კითხვებს სვამს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალურ პირებს მეტი შანსი აქვთ ზუსტად იმ კითხვებს უპასუხონ, რომელთაც მწეველებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს.

 

ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, მოსაზრება პირველმა გამოთქვათ.

No records found for this widget:3211

Your JavaScript is turned off or you have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 22 მარტი, 2015

ყოველკვირეული 20 წუთიანი პროგრამა, რომელიც საინტერესო ამერიკული ისტორიების და საერთაშორისო მოვლენების შესახებ მოგითხრობთ. გამოშვებაში გაეცნობით ირანში ქალთა უფლებების მდგომარეობას, გაეცნობით ბავშვებზე ჰაერის დაბინძურების გავლენის შედეგებს, და კაპიტოლიუმის სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 15 მარტი, 2015

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: ისლამური სახელმწიფო სოციალური მედიის გამოყენებით მხარდამჭერთა რაოდენობას მუდმივად ზრდის; სად მიდის ფრენისას დაკარგული ბარგი, რომელსაც პატრონი არ გამოუჩნდა? ეფლი მომხმარებელს ახალი პროდუქციით კიდევ ერთხელ აკვირვებს...


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 27 თებერვალი, 2015

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: როგორ ცდილობს ისლამური სახელმწიფო ახალგაზრდა მუსლიმების გადაბირებას; მშობლებს იმის გამო იძიებენ, რომ მათ ბავშვები სათამაშოდ მარტო გაუშვეს; ვინ ყიდულობს სახლებს ნიუ იორკის უახლეს ჩათამბჯენებში?

ინტერაქტივი

ჩამოტვირთეთ „ამერიკის ხმის“ უფასო აპლიკაცია მობილური ტელეფონის და ტაბლეტისთვის

 
Download mobile app for your Android device.
Download mobile app for your iPhone or iPad.