ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სროლები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე


OSCE
OSCE

ეუთო დასახლებულ ზონაში მძიმე არტილერიის არსებობას ეწინააღმდეგება.

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია - ეუთო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარის მახლობლად მომხდარი ძალადობაზე შეშფოთებას გამოთქვამს.

სომხეთის მთავრობის ცნობით აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს სროლების შედეგად სამი სამოქალაქო პირი დაიღუპა და ორი დაშავდა. სომხეთის მთავრობა მომხდარს აზერბაიჯანის მიერ მოწყობილ პროვოკაციად აფასებს.

სომხეთის ბრალდებისთვის აზერბაიჯანს პირდაპირ არ უპასუხია, თუმცა განაცხადა, რომ სომხეთის საზღვართან სროლები ატყდა, რასაც აზერბაიჯანმა უპასუხა.

ეუთომ დღეს განაცხადა, რომ ის ეწინააღმდეგება დასახლებულ ზონაში მძიმე არტილერიის არსებობას, რამაც ორგანიზაციის შეფასებით შეიძლება ხელი შეუწყოს კონფლიქტის გამწვავებას.

ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ერთმანეთს სავარაუდოდ მომდევნო კვირას ნიუ იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე შეხვდება.

XS
SM
MD
LG