ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასამბლეის პირველი დღე და მიტინგი პუტინის წინააღმდეგ!


This Jan. 28, 2016 image made available by NASA shows Saturn's rings, including the darker series of bands called the Cassini Division between the bright B ring, left, and dimmer A ring, right.
This Jan. 28, 2016 image made available by NASA shows Saturn's rings, including the darker series of bands called the Cassini Division between the bright B ring, left, and dimmer A ring, right.

გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 70-ე სხდომაზე მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესები უფრო მეტი სიმწვავით არის განხილული. მსოფლიოს სხვადასხვა დელეგაციებთან ერთად შეხვედრებს მართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. რა პროგრესი აქვს საქართველოს 2014 წლის შემდეგ იმ მთავარ პრობლემებთან დაკავშირებით რომელიც ქვეყანაში არსებობს. გაეროს გენერალური ასამბლეის ერთი დღე თეა თუაშვილის სიუჟეტში.

უკრაინის, ლატვიის, ლიტვის, საქართველოს დროშები და ერთი აზრის გარშემო გაერთიანებული, საპროტესტოდ განწყობილი ხალხი - რუსული აგრესიის წინააღმდეგ გაეროში, პუტინის მისვლამდე უკვე აპროტესტებდა რუსეთის პრეზიდენტის ნიუ-იორკში ყოფნის ფაქტს.

პაველ გინდერი, უკრაინის დიასპორის წარმომადგენელი ამბობს: "პუტინის ადგილი ჰააგაშია. ობამასთან შეხვედრა უფრო პუტინის ინტერესებშია. მე მგონია, რომ მას უნდა რაღაცა შესთავაზოს, ობამას ამიტომაც ხვდება, თუმცა არა მგონია რომ ეს შეთანხმება შედგეს."

ლალი სამხარაძე: "ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს, რათქმაუნდა ანალოგიური, რაც უკრაიანაშია, იგივე ხდება საქართველოში. საერთოდ მგონია, პუტინი არის ტეროტისტი და კრემლის ბრიგადა ტერორისტული ორგანიზაციაა."

ობამამ პუტინს გაეროს ტრიბუნიდან პირისპირ შეხვედრამდე კიდევ ერთხელ შეახსენა რა იყო სანქციების შემოღების საფუძველი და რუსეთის პრეზიდენტს მსოფლიოში უსაფრთხოების დამყარების მიზნით თანამშრომლობისკენ მოუწოდა. პუტინი, კი რომელსაც გაეროს ტრიბუნა 2005 წლის შემდეგ არ გამოუყენებია, ნიუ-იორკში ჩამოდის, გაეროს "უუნარო" ორგანიზაციას უწოდებს და უმოქმედობის გამო აკრიტიკებს. თუმცა, ამ ბოლო წლებში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომები, რეზოლუციები სწორედ სხვადასხვა რეგიონებში რუსეთის ღია თუ ფარული აგრესიული ქმედებების გამო მიიღეს. ამ ფონზე მიმდინარეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის და საგარეო უწყების ახალი ხელმძღვანელის გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრები თავიანთ უცხოელ კოლეგებთან, სხვადასხვა დიპლომატიური უწყებების წარმომამდგენლებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

გიორგი კვირიკაშვილი: ძალიან კარგი შეხვედრები ჩავატარეთ ძალიან ბევრი სახელწმიფოს წარმომადგენელთან, მათ შორის პატარა სახელმწიფოებთან, რომლბეთანაც რუსეთიც საკამოდ აქტიურად მუშაობს, რათა მხარი არ დააჭერინოს ჩვენს რეზოლუციაზე და მაქსიმუმ მიაცემინოს საწინააღმდეგო ხმა. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალური მხარდამჭერა მივიღოთ რეოზლუციაში, სადაც მკაფიოდ არის დაფიქსრებული, რომ საქართველო ტერიტორიულად არის იმ საზღვრებში წარმოდგენილი, რაც არის საერთაშორისო სამართლით აღიარებული.

რამდენად რეალურია რუსეთთან ზავი? ამის შესახებ ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირველად განაცხადა. საგარეო საქმეთა მინისტრი თვლის, რომ ამისთვის საქართველო ჯერ მზად არ არის, თუმცა დიალოგი უნდა შედგეს და რუსეთმაც უნდა გადმოდგას შემხვედრი ნაბიჯი. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ რუსეთთან მიმართებაში საქართველოს პრაგმატული პოლიტიკა აქვს.

რუსეთთან მიმართებაში, ჩვენი პოლიტიკა არის აბსოლუტურად პრაგმატიზმზე დაფუძნებული.
ირაკლი ღარიბაშვილი

რუსეთთან მიმართებაში, ჩვენი პოლიტიკა არის აბსოლუტურად პრაგმატიზმზე დაფუძნებული და სწორედ ეს არის რაც ყველაზე მეტად მოსწონს მთელს მსოფლიოს და თანამეგობრობას, რომ მათ ნახეს, რომ პირველად ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო პრაგმატული პოლიტიკის წარმოება სამეზობლოში, მათ შორის რუსეთთან. რუსეთთან ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად გონივრული პოლიტიკა. ჩვენ გავაგრძელებთ ამ პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში, ჩვენ ვრჩებით და დავრჩებით ყოველთვის პრინციპული ისეთ საკითხებში, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს.

XS
SM
MD
LG