ხუთშაბათი, 23 ოქტომბერი, 2014

აშშ

ალკატრასის ციხის ისტორია

სან-ფრანცისკოს სანაპიროდან მოშორებით მილიონობით ადამიანი გარკვეულ თანხას ციხის სანახავად იხდის.

ალკატრასის კუნძულზე განთავსებულ ციხეს უამრავი მნახველი ჰყავს. ციხეს განსაკუთრებული ისტორია აქვს. 1933 წლიდან 1963 წლამდე ამ ციხეში ყველაზე ცნობილი ამერიკელი დამნაშავეები იხდიდნენ სასჯელს. მათ შორის იყვნენ ალ-კაპონე, გან კელი და რობერტ სტრაუდი.

„როცა ციხის საშინელ საკნებს ხედავ, უნებლიედ კითხულობ თუ როგორ ძლებდნენ აქ პატიმრები,“ - ამბობს ბრიტანელი ტურისტი კრისტი რიჩარდსონი.

1972 წლიდან ალკატრასის ციხე ოქროს კარიბჭის („გოლდენ გეით“) პარკის ნაწილი გახდა. ალკატრასის ციხემდე მისვლა მხოლოდ სპეციალური ბორანითაა შესაძლებელი. ამისათვის დამთვალიერებლები ბილეთებს ერთი კვირით ადრე უკვეთავენ.

ალკატრასის პოპულარობა ჰოლივუდის ფილმებმაც განაპირობეს. 1979 წელს კლინტ ისთვუდის მონაწილებით ფილმი - „ალკატრასიდან გაქცევა“ გადაიღეს. 1987 წელს ფილმი „ხელშეუხებელნი“ გამოვიდა.

1962 წელს გადაღებულმა ფილმა „ალკატრასის ჩიტებზე მზრუნველი“ კი, დიდი როლი ითამაშა ციხის ირგვლივ არსებული რეალობის შესაცვლელად.

1995 წელს შონ კონერის მონაწილეობით კიდევ ერთი ფილმი „კლდე“ გამოვიდა. ფილმის გადაღებას საფუძვლად ფრენკ მორისისა და ძმები კლარენ და ჯონ ენგლინების გაქცევის ფაქტი დაედო საფუძვლად. საერთოდ, ციხის არსებობის 29 წლის მანძილზე, ალკატრასის პატიმრებმა რამდენჯერმე სცადეს გაქცევა. ციხეში არსებული არქივი ასეთ 14 შემთხვევას ითვლის, რომელშიც 36 პატიმარი მონაწილეობდა; მათგან 23 - დაიჭირეს, 6 - გაქცევის დროს მოკლეს, 3 - ზღვაში დაიკარგა, რომელთა ცხედრები ვერ იპოვეს.

მხოლოდ 1962 წლის 11 ივნისს, შეუძლებელი შეძლო ფრენკ მორისმა დ ძმებმა ენგლინებმა. სავენტილაციო შახტიდან ისინი თავდაპირველად საკვამურში გადავიდნენ, შემდეგ სახურავზე და ბოლოს პატარა ნავით კუნძულიდან გაცურეს. მეორე დილით პოლიციამ მათი მოძებნა ვერ შეძლო. მოგვიანებით გაირკვა რომ, პატიმრებმა საკუთარ საწოლზე საპნითა და ტუალეტის ქაღალდით ფიტულები გააკეთეს, რითაც ღამე ციხის საკნების შემოწმებისას მისული ზედამხედველების მოტყუება შეძლეს. პატიმრების ძებმნა დღემდე გრძელდება, თუმცა არსებობს ვერსია, რომ ისინი სან-ფრანცისკოს ყურეში ჩაიძირნენ.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, მოსაზრება პირველმა გამოთქვათ.

No records found for this widget:3211

Your JavaScript is turned off or you have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 19 ოქტომბერი, 2014

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: ქარიშხალი, რომელმაც დედამიწაზე ელექტრო ენერგია შეიძლება 2 წლით გათიშოს - ვართ თუ არა მზად სოლარული სუპერსტორმისთვის; ნორვეგია 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლების კონკურსს გაეთიშა. რომელი ორი კანდიდატი დარჩა კონკურსში?


ვიდეო ვაშინგტონი დღეს

ყოველკვირეული 15 წუთიანი ანალიტიკური პროგრამა, რომელშიც მოისმენთ ამერიკელი და ქართველი ექსპერტების ანალიზს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ და გაეცნობით ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველების ისტორიებს.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 12 ოქტომბერი, 2014

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო შენობაში შეაღწია... გადაიხდიდით თუ არა ფულს იმაში, რომ თვითმფრინავის კატარსტროფის მონაწილე გახდეთ? მიხაილ ხოდორკოვსკი პოლიტიკაში ჩართვას აპირებს...

ინტერაქტივი

ჩამოტვირთეთ „ამერიკის ხმის“ უფასო აპლიკაცია მობილური ტელეფონის და ტაბლეტისთვის

 
Download mobile app for your Android device.
Download mobile app for your iPhone or iPad.