ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცები მოკლეს


ინციდენტი დღეს დილით, ავღანეთის დასავლეთ „ფარას“ პროვინციაში მოხდა

ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს განცხადებით, ავღანელმა ჯარისკაცმა ორი ამერიკელი ჯარისკაცი მოკლა.

ნატოს ცნობით, ინციდენტი დღეს დილით, ავღანეთის დასავლეთ „ფარას“ პროვინციაში მოხდა. კოალიციის შეტყობინებით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.
ფარას პროვინციის უფროსმა ჟურნალისტებს დეტალები გააცნო, და თქვა, რომ ავღანელმა ჯარისკაცმა ამერიკელ თანამებრძოლებს ცეცხლი ტრეინინგის დროს გაუხსნა.

ამ დოისთვის დადგენილია მისი ვინაობაც და ცნობილია, რომ ის ავღანურ არმიაში ცოტა ხნის წინ ჩაირიცხა.
XS
SM
MD
LG