ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაბული მძევლების გათავისუფლებას ცდილობს


ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა სამაშველო ოპერაცია დაიწყეს. მისი მიზანი ავღანეთის ჩრდილოეთში ჩამოვარდნილ შვეულმფრენის ბორტზე მყოფი 18 ადამიანის გათავისუფლებაა, რომლებიც თალიბანმა მძევლად აიყვანა.

ავღანეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, კერძო ვერტმფრენი ტექნიკური პრობლემების გამო ავარიულად დაეშვა თალიბანის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. თალიბმა მეამბოხეებმა 3 მგზავრი მოკლეს და დანარჩენები მძევლად აიყვანეს.

XS
SM
MD
LG