ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ჰაქანის ქსელის ლიდერი მოკლეს


ნატოს განცხადებით, ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში განხორციელებული საჰაერო რეიდის შედეგად, ლიკვიდირებულია ალ ყაიდასთან დაკავშირებული ჰაქანის ქსელის ერთ-ერთი მეთაური.

კოალიცია აცხადებს, რომ ჰაქანის ქსელის მეთაური ჰაკიმი კვირას ლოგარის პროვინციაში ერთობლივი ოპერაციის შედეგად მოკლეს. ნატოს ინფორმაციით, ჰაკიმი უშუალოდ ხელმძღვანელობდა რეგიონში იარაღისა და ასაფეთქებელი მასალების განაწილებასა და ტრანსპორტირებას.

კოალიციის ცნობით, საჰერო რეიდის დროს სამოქალაქო მსხვერპლი არ ყოფილა.
XS
SM
MD
LG