ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის მაღალჩინოსანი სამხედროები ავღანეთში


ამერიკის სამხედრო მესვეურები აცხადებენ, რომ ავღანეთში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული მეამბოხეთა წინააღმდეგ ბრძოლაში, მიუხედავად მეამბოხეების მიერ დაწყებული კამპანიისა, რომელიც ავღანელი ჯარისკაცების მიერ ნატოს ძალების წარმომადგენლების მოკვლას ისახავს მიზნად.

შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბების უფროსი გენერალი მარტინ დემპსი და ამერიკის ცენტრალური სარდლობის მეთაური გენერალი ჯეიმს მატისი დღეს ავღანეთში ჩავიდნენ ნატოსა და ავღანეთის მთავრობის წარმომადგენელბთან შესახვედრად.

ნატოს ინფორმაციაზე დაყრდნობით, გენერლები ნატოს ჯარების მთავარსარდალს ავღანეთში გენერალ ჯონ ალენსაც შეხვდნენ და იმაზე ისაუბრეს, თუ როგორ შეინარჩუნონ პროგრესი მეამბოხეებთნ ბრძოლაში.

განხილვების დიდი ნაწილი ასევე დაეთმო ავღანელი ჯარისკაცების მიერ კოალიციის სამხედრო მოსამსახურეების მკვლელობის ფაქტებსაც. უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში ავღანელმა ჯარისკაცებმა 10 ამერიკელი მოკლეს. 2012 წლის განმავლობაში კი ჯამში კოალიციის 39 ჯარისკაცია მოკლული ავღანელი პოლიციელების ან ჯარისკაცების მიერ.
XS
SM
MD
LG