ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აბორტის თემა აშშ-ს პოლიტიკაში


ამერიკელი კონგრესმენი ტოდ აიკენი უცნაურ განცხადებას აკეთებს

ამერიკის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები ცდილობენ რესპუბლიკური პარტიის სენატის კანდიდატის მიერ გამოთქმული წინააღმდეგობრივი განცხადებები აბორტის თემაზე მთლიანად პარტიის წინააღმდეგ გამოიყენონ. ამ ფონზე, რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი მიტ რომნი ცდილობს საარჩევნო კამპანიის აქცენტი ეკონომიკაზე გადაიტანოს.

ამერიკელმა კონგრესმენმა ტოდ აიკენმა, რომელიც მისურის შტატიდან სენატორის თანამდებობაზე იყრის კენჭს მიმდინარე კვირას უცნაური განცხადება გააკეთა როცა აბორტის საკითხში საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად თქვა „ლეგიტიმური გაუპატიურების შემთხვევაშიც კი მსხვერპლს საშუალება აქვს თავიდან აიცილოს ფეხმძიმობა.“

ამ განცხადების გამო სენატორობის კანდიდატი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. მიტ რომნიმ სენატის წინასაარჩევნო კამპანიიდან მისი გათიშვა მოითხოვა. აიკენის კომენტარებს პრეზიდენტის კრიტიკაც მოყვა.
XS
SM
MD
LG