ოთხშაბათი, 16 აპრილი, 2014

ახალი ამბები

სეპარატისტები აღიარებას ისევ წყნარ ოკენაში ეძებენ

სეპარატისტები აღიარებას ისევ წყნარ ოკენაში ეძებენ
სეპარატისტები აღიარებას ისევ წყნარ ოკენაში ეძებენ
ტექსტის ზომა - +
ზაზა წულაძე

არ არის გამორიცხული, რომ შემდეგი ქვეყანა, რომელმაც შეიძლება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა სცნოს, ისევ წყნარ ოკეანეშე მდებარე კუნძულოვანი სახელმწიფო - ფიჯი( http://en.wikipedia.org/wiki/Fiji) აღმოჩნდეს. სექტემბრის დასაწყისში, ფიჯის ქალაქ ნადიში გამართულ წყნარი ოკეანის პატარა კუნძულოვანი ქვეყნების მეორე მინისტერიალს, სეპარატისტული ცხინვალის პარლამენტის ვიცე-სპიკერი მირა ცხოვრებოვა და ცხინვალის საგარეო მინისტრის მოადგილე კასბულატ ცხოვრებოვი სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ. ოსმა პოლიტიკოსებმა ნახევრადოფიციალური მოლაპარაკებები გამართეს, ფიჯის, სოლომონისა და მარშალის კუნძულების, მიკრონეზიის, ვანუატუსა და ინდონეზიის ოფიციალურ წარმომადგენლებთან. ცხინვალში გამომავალ გაზეთ „სამხეთ ოსეთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მირა ცხოვრებოვა კერძოდ ამბობს:

ციტატა „რა თქმა უნდა, საუბარი იმაზე, რომ ჩვენს შეხვედრებს ავტომატურად მოჰყვება დამოუკიდებლობის აღიარება გადაჭარბებული იქნება. ჩვენ არც გვქონია მიზნად, რომ ფორუმის მონაწილე ქვეყნებს უსწრაფესად ეცნოთ ჩვენი დამოუკიდებლობა. ამ საკითხის განხილვა ფორუმის ოფიციალურ დღის წესრიგში არ ყოფილა. ამასთან,  სწორედ ეს თემა ხდებოდა აქტიური განხილვის საგანი ფორუმის მონაწილე ყველა ქვეყნის წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრების დროს“.

კუნძულ ფიჯიზე გაცილებით მყარი პოზიციები აქვს სეპარატისტულ სოხუმს. ფიჯის დედაქალაქ სუვაში მცხოვრები 29 წლის იურის გულბისი უკვე მეორე წელია, „აზიასა და ოკეანეთში აფხაზეთის საგარეო უწყების საგანგებო დავალებათა ელჩის“ სტატუსს ატარებს. გულბისი აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთსა და ვანუატუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაში.  ყაზახეთში დაბადებული, ლატვიური წარმოშობის საბჭოთა ემიგრანტი, ლატვიისა და ყაზახეთის მოქალაქეა და ფიჯიზე საკმაოდ ცნობილი ადამიანია. გულბისი ამჟამად ხელმძღვანელობს კომპანია „ინტერჩეინჯს“( http://interchange.vu/), რომელიც ფრანგულ კომპანია“ ალკატელთან“ ერთად 30 მილიონიან პროექტს ახორციელებს.  პროექტის მიხედვით, ფიჯიდან ვანუატუმდე წყალქვეშა კაბელი გაიჭიმება და პირველად ისტორიაში ვანუატუ ინტერნეტს მიღებს. პარალელურად, გულბისი მუშაობს „საერთაშორისო გამჭირვალობა -  ფიჯის“ ოფისში და არის ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის „ბრიტანეთის თანამეგობრობის საზოგადოების“ (http://www.thercs.org/society/branches) ფიჯის ფილიალის პრეზიდენტი.   გულბისი ფიჯიზე ხუთი წლის წინ ავსტრალიიდან ჩავიდა. არაოფიციალური ინფორმაციით, იურის გულბისი აფხაზეთის ელჩად, ავსტრალიაში რუსეთის ელჩის რეკომენდაციით დაინიშნა.

„როცა ავსტრალიაში ვცხოვრობდი ხშირად ჩავდიოდი, ფიჯიზე და ვანუატუზე. შემდეგ, გადავწყვიტე საცხოვრებლად ფიჯიზე გადავსულიყავი. ამჟამად მე ვარ „ბრიტანეთის თანამეგობრობის საზოგადოების“ ფილიალის პრეზიდენტი, ეს არის ნახევრად დიპლომატიური ორგანიზაცია ფიჯიზე, რომელსაც იგივე ფუნქციები აქვს, როგორიც „ბრიტანეთის საბჭოს“ რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში. აქ არის შეჯერებული სხვადასხვა საგანამანათლებლო პროექტები და ისეთი პროექტები, რომელიც ფიჯის დემოკრატიის რელსებზე დაბრუნებას შეუწყობს ხელს. 2006 წელს ფიჯიზე მოხდა სამხედრო გადატრიალება, გადააყენეს მთავრობა, ქვეყანას სამხედროები მართავენ, ამის გამო 2009 წლიდან, ფიჯის მონაწილეობა ბრიტანეთის თანამეგობრობაში შეჩერებულია, ფიჯის მინისტრებსა და ოფიციალურ პირებს აღარ უქვთ უფლება ბრიტანეთის თანამეგობრობის სტრუქტურების მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ.“

ექსპერტები არ გამორიცხავენ რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გარიყულ ფიჯისთან რუსეთმა საერთო ენა გამონახოს. ამასთან, ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინოკე კუბუაბოლამ აღნიშნა, რომ არც აფხაზეთისგან და არც რუსეთისგან ჯერ არ მიუღიათ მოთხოვნა აღიარების შესახებ. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა კი საერთოდ უპასუხოდ დატოვა შეკითხვა, მოსალოდნელია თუ არა ფიჯის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება. რუსეთის ფინანსური დახმარების შემდეგ, წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებიდან პირველმა სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა, 2009 წლის დეკემბერში, ნაურუმ სცნო, წელს, ზაფხულში კი მას ვანუატუმაც მიბაძა, თუმცა მან მხოლოდ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.  ექსპერტი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ რუსეთისთვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია არა აღიარების ხარისხი, არამედ რაოდენობა.

„რუსეთი მოქმედებს სწორი ტაქტიკით, ის ხარისხს ამჯობინებს რაოდენობას. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ქვეყნები ცოტაა, ჰიპოთეტურად რომ წარმოვიდგინოთ, ალბათ სულ 30 შეიძლება იყოს ასეთი ტიპის ქვეყანა და ამ აღიარებით, რა თქმა უნდა საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, აფხაზეთის მდგომარეობა არ შეიცვლება, მაგრამ მას უკვე ეყოლება მხარდამჭერები ისეთ სერიოზულ ორგანიზაციაში, როგორიც არის გაერო და ზოგიერთ სხვა რეგიონალურ ორგანიზაციაში. ამით კი აფხაზეთის და იგივე სამხრეთ ოსეთის ცნობადობა ძალიან გაიზრდება. რუსეთი ამზადებს ბაზას, იმისთვის, რომ მომავალში, გეოპოლიტიკური სიტუაციის ცვლილებასთან ერთად რომელიმე სერიოზულმა ქვეყანამ, ან ქვეყანათა ჯგუფმა, აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს.“

2009 წლამდე, სანამ ნაურუ ქართული სეპარატისტული ანკლავების დამოუკიდებლობას ცნობდა, საქართველოს ოკეანეთში დიპლომატიური ურთიერთობები მხოლოდ ავსტრალიასთან და ახალ ზელანდიასთან ჰქონდა. ბოლო ორი წლის მანძილზე კი თბილისმა დიპლომატიური ურთიერთობა მალანეზიის, მიკრონეზიისა და პოლინეზიის კიდე ექვს ქვეყანასთან (მარშალის კუნძულები, სამოა, ფიჯი, ტუვალუ, სოლომონის კუნძულები, მიკრონეზია) დაამყარა. შარშან, საქართველომ 12 ათასი დოლარის ფინანსური დახმარება გაუწია კუნძულდ ტუვალუს, ხოლო 2012 წელს ავსტრალიაში საქართველოს საელჩო გაიხსნება.

ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, მოსაზრება პირველმა გამოთქვათ.
Your JavaScript is turned off or you have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 5 აპრილი, 2014

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: რა კავშირია ლონდონის ეკონომიკასა და რუს ოლიგარქებს შორის? ამერიკელების რეკორდული რაოდენობა საცხოვრებლად ქალაქებში გადადის და მანქანის ნაცვლად საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს... ინდუსტია, რომელმაც შარშან ამერიკაში ორი მილიარდი დოლარის ოდენობის საქონელი გაყიდა...


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 21 მარტი, 2014

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ - ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სააგენტო სენატმა კონგრესის კომპიუტერებზე თვალთვალში დაადანაშაულა; პალესტინელი და ისრაელელი ახალგაზრდების სოციალური მოძრაობა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გადაჭრას მუსიკით ცდილობს. გადაცემის სტუმარი ყოფილი ადმირალი ჯეიმს სტავრიდისია.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 8 მარტი, 2014

ამერიკაში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყო; ამერიკის ხელოვნების ეროვნული გალერეა მე-16 საუკუნის მხატვრის ელ გრეკოს ორი ნამუშევრის რესტავრაციისთვის სპეციალურ ტექნოლოგიას იყენებს; გადაცემის სტუმარი ამერიკის სენატორი ჯეიმს რიშია, რომელიც საქართველოსა და უკრაინაზე საუბრობს

ინტერაქტივი

ჩამოტვირთეთ „ამერიკის ხმის“ უფასო აპლიკაცია მობილური ტელეფონის და ტაბლეტისთვის

Download mobile app for your Android device.
Download mobile app for your iPhone or iPad.