პარასკევი, 18 აპრილი, 2014

ახალი ამბები

თეატრალური აფიშა და კულტურის სიახლეები თბილისში

ტექსტის ზომა - +

გორან ბრეგოვიჩის კონცერტი თბილისში – 20 ოქტომბერს მონსერატ კაბალიე თბილისში იქნება. რამდენიმე დღის წინ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში “მაგთიმ” ქართველ მსმენელს, თავისი არსებობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გორან ბრეგოვიჩის კონცერტი გამართა. კონცერტმა აბსოლუტური ანშლაგით ჩაიარა.

თითქმის ორსაათნახევრიანი კონცერტის შემდეგ გორან ბრეგოვიჩის მუსიკა ქართველი მსმენელის ცნობიერებაში ორ ნაწილად გაიყო: ბრეგოვიჩის მუსიკა და ბრეგოვიჩის კინომუსიკა.

ბოშური და ბალკანური ქვეყნების ფოლკლორის კონპილაციის შედეგად მიღებული და გორან ბრეგოვიჩის სამარკო ნიშნით გამოშვებული პროდუქციის მოსმენის საშუალება “მაგთიმ” და “არტ ფორუმმა” პრივატულად დარიგებული მოსაწვევებისა და პირდაპირი ტელეტრანსლიაციის მეშვეობით მისცა ქართველ მსმენელს და კიდევ ერთხელ დაანახა, რომ ვიზუალურად შევსებული ბრეგოვიჩი გაცილებით კარგი მოსასმენი და საცქერია, ვიდრე ფილარმონიის სცენაზე ლურჯი გიტარით ხელში. თუმცა ასე ალბათ არ ფიქრობენ მისი მუსიკის ქართველი ფანები, რომელთა გემოვნება ამ მხრივ ისევ და ისევ იმ ფილმების დამსახურებაა, რომელთათვისაც სერბ კომპოზიტორს მუსიკა შეუქმნია. ფანებმა ზეპირად იციან თვითოეული აკორდი, მათთვის სრულიად უცნობ ენაზე შექმნილი ტექსტი და მოსმენილისგან აჟიტირებულნიც შესაბამისად როკავენ. სურათი სრულიად იცვლება, როდესაც ბრეგოვიჩი თავის "საქორწინო და დამკრძალავ ორკესტრს" ემირ კუსტურიცას კინოს ხაზზე ასწორებს და ოდესღაც იგი პოპის მიერ "არიზონა ოცნებაში" აცეკვებულ ნოტებს გვასმენინებს: In the death car, we're alive... ასეთ დროს ყველაზე პრეტენზიული მსმენელიც ფანების გუნდს უერთდება.

 და კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე ამჯერად კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის. 20 ნოემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენა თანამედროვეობის ერთერთ ყველაზე დიდ ვარსკვლავს მონსერატ კაბალიეს დაეთმობა. ოპერის ესპანელი დივა, მეგობრის პაატა ბურჭულაძის ფონდ “იავნანას” მოწვევით ესტუმრება საქართველოს და საქველმოქმედო კონცერტს ქალიშვილისა და ცნობილი დირიჟორის ხოსე კოლადოს თანხლებით ჩაატარებს შეიძლება ითქვას, რომ მონსერატ კაბალიეს თბილისში სტუმრობა ქართული საოპერო ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ქართულ სცენას ჯერ არ ახსოვს ასეთი სიდიდის ვარსკვლავის სტუმრობა თუ, ცხადია, ჩვენს თანამემამულე საოპერო "გრანდებს" არ ჩავთვლით.

პაატა ბურჭულაძის ავტორიტეტისა და მონსერატ კაბალიეს კეთილი ნების წყალობით კი მართლაც შესანიშნავი საღამო გველის. სინიორა კაბალიე თბილისში 19 ნოემბერს ჩამოვა, ხოლო დირიჟორი ხოსე კოლადო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრთან რეპეტიციებს რამდენიმე დღით ადრე დაიწყებს. როგორც ხედავთ, ჩვენი ორკესტრი დიდი გამოცდის წინაშე დგას - უნდა იმუშაონ კოლადოს ხელმძღვანელობით და აკომპანემენტი გაუწიონ მონსერატ კაბალიეს.

ჯერჯერობით უცნობია რეპერტუარის ზუსტი ჩამონათვალი, მაგრამ მონსერატ კაბალიეს შემთხვევაში ამას, ცხადია, მნიშვნელობა არა აქვს. თუმცა უკვე ზუსტად არის ცნობილი, რომ კონცერტზე ერთ არიას თავად დივას მოთხოვნით მონსერატ კაბალიეს სახელობის კონკურსის ლაურეატი, ქართველი სოპრანო მარიკა გულორდავა შეასრულებს. იმღერებს კაბალიეს შვილიც, რომელიც, დედის მსგავსად, სოპრანოა და ხშირად გამოდის მასთან ერთად სცენაზე.

ტრადიციულად, ფონდ "იავნანას" მიერ ორგანიზებული კონცერტი საქველმოქმედო იქნება და შემოსული თანხა მთლიანად მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს მოხმარდება.

ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, მოსაზრება პირველმა გამოთქვათ.
Your JavaScript is turned off or you have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 11 აპრილი, 2014

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: ვაშინგტონიდან დანახული სამართლიანობის აღდგენის პროცესი საქართველოში; როგორი იქნება მომავლის თვითმფრინავი? სონორას უნიკალური მუზეუმი, რომელიც დამთვალიერებელს უდაბნოს გაცნობის საშუალებას აძლევს...


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 5 აპრილი, 2014

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: რა კავშირია ლონდონის ეკონომიკასა და რუს ოლიგარქებს შორის? ამერიკელების რეკორდული რაოდენობა საცხოვრებლად ქალაქებში გადადის და მანქანის ნაცვლად საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს... ინდუსტია, რომელმაც შარშან ამერიკაში ორი მილიარდი დოლარის ოდენობის საქონელი გაყიდა...


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 21 მარტი, 2014

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ - ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სააგენტო სენატმა კონგრესის კომპიუტერებზე თვალთვალში დაადანაშაულა; პალესტინელი და ისრაელელი ახალგაზრდების სოციალური მოძრაობა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გადაჭრას მუსიკით ცდილობს. გადაცემის სტუმარი ყოფილი ადმირალი ჯეიმს სტავრიდისია.

ინტერაქტივი

ჩამოტვირთეთ „ამერიკის ხმის“ უფასო აპლიკაცია მობილური ტელეფონის და ტაბლეტისთვის

Download mobile app for your Android device.
Download mobile app for your iPhone or iPad.