ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა პოლონეთსა და ბალტიისპირეთში დესანტს გზავნის


ამერიკის არმია აცხადებს, რომ თავდაცვის დეპარტამენტი პოლონეთში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავს. პენტაგონის განცხადებით, ეს ამერიკის ევროპიდასმი მხარდაჭერის „ხელშესახები გამოხატვა“ იქნება.

ვაშინგტონი პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში 600 საჰაერო დესანტს გააგზავნის უკრაინაში მიმდინარე დაძაბულობის საპასუხოდ.

პენტაგონის პრესმდივანი ჯონ კირბი არ უარყოფს ფაქტს, რომ თავდაცვის დეპარტამენტის გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის აგრესიას უკავშირდება.

„ამ მოქმედებაში ერთი გზავნილია, რომ ჩვენ საკუთარ ვალდებულებებს ევროპის კონტინენტზე სერიოზულად ვუდგებით,“ განაცხადა კირბიმ.

მისივე თქმით, იტალიაში დისლოცირებული საჰაერო დესანტის 150 წარმომადგენელი პოლონეთში დღეს ჩავა, ხოლო 450 ჯარსიკაცი კი ლავტია, ლიტვასა და ესტონეთში გაიგზავნება.
XS
SM
MD
LG