ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯანდაცვა და სიღარიბე აშშ-ში


ჯანდაცვა და სიღარიბე აშშ-ში
ჯანდაცვა და სიღარიბე აშშ-ში

აშშ-ში მოსახლეობის აღწერის ბიუროს მიერ სამშაბათს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ამერიკაში სიღარიბის ზღვარს მიღმა 46 მილიონი კაცი ცხოვრობს, ხოლო 50 მლნ ადამიანს არა ქვს ჯანმრთელობის დაზღვევა.

ეს მიუთითებს იმაზე, რომ აშშ-ს მოსახლეობის 1/6 სიღარიბეში ცხოვრობს. ჯანდაცვის პრობლემებთან დაკავშირებით კონკრესში გამართულ მოსმენებზე სიტყვით გამოვიდა ამერიკელი ექიმი გარეტ ადამსი, რომელმაც აღნიშნა, რომ ფინანსური პრობლემებია ის ძირითადი მიზეზი, რომის გამოც ბევრი ამერიკელი ვერ იღებს იმ სამედიცინო მკურნალობას, რომელიც საჭიროა მათი გადარჩენისათვის. როგორც მან თქვა ხშირ შემთხვევაში ამერიკაში სიღარიბე სასიკვდილო განაჩენს უდრის.

-„ კენტაკის შტატის ჰენრის საგრაფოში ავტომექანიკოსად მუშაობდა ქლეინ ორგანი, რომელსაც საკუთარი ბიზნესი ჰქონდა. მას მელანომა გაუჩნდა, რომლის მკურნალობაც ჩაიტარა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თითქოს გამოსწორდა, მაგრამ მისი ფინანსური მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ იგი გაკოტრდა. ამას კიდევ ის დაემატა, რომ კიბომ ისევ იჩინა თავი. სასოწარკვეთილებამდე მისულმა მორგანმა იმ მიზნით, რომ კიდევ უფრო უარეს ფინანსურ მდგომარეობაში არ ჩაგდო მისი ოჯახის წევრები თავი მოიკლა.“

2010 წელს აშშ-ში თითქმის 50 მლნ ადამიანს საერთოდ არ ჰქონდა ჯანმრთელობის დაზღვევა, რაც წინა წელთან შედარებით უფრო მაღალი მაჩვენებელია. მათი უმეტესობა 65 წელზე ნაკლები ასაკისაა. ამერიკაში მათი უმრავლესობა, ვისაც გააჩნია ჯანმრთელობის დაზღვევა მას სამსახურიდან იღებს.

ამერიკაში უმუშევრობის დონე ისევ რჩება 9% უფრო მაღლა, რაც გასული წლის მონაცემებს უდრის. მდგომარეობას ართულებს ის, რომ ყველა სამუშაოს მიმცემისაგან არ მოითხოვენ თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვის დაზღვევით უზრუნველყოფას. ოფიციალური მონაცემებით ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ადამიანების 1/3 სიღარიბეში ცხოვრობს. მოსახლეობის აღწერის 2010 წლის მონაცემებით სიღარიბეში მოსახლეობის 15.1% ცხოვრობს, რაც წინა წელთან შედარებით უფრო მაღალი მონაცემია. ამერიკაში 4 კაცისაგან შემდგარი ოჯახი ითვლება, რომ სიღარიბეში ცხოვრობს, თუ საერთო წლიური შემოსავალი 22 000 დოლარზე ნაკლებია.

მოსმენების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე გამოსულმა ეკონომისტმა რობერტ გრინსტაინმა აღნიშნა, რომ მაშინ როდესაც ამერიკელები ცდილობენ ჯანმრთელობის დაზღვევის პრობლემის მოგვარებას ამეიკელი კანონმდებლები ბიჯეტის პრობლემის მოგვარებისთვის იღწვიან.

-„ სანამ უკანასკნელი მონაცემები გამოქვეყნდებოდა, მანამდეც კარგად იყო ცნობილი ის, რომ დასავლეთის ინდუსტრიალიზებულ სახელმწიფოთა შორის აშშ-ში ყველაზე დიდი მაჩვენებელია სიღარიბისა. საჭიროა დეფიციტის შემცირება, მაგრამ სულაც არ არის აუცილებელი, რომ დეფიციტის სემცირებასთან სიღარიბის დარგში კიდევ უფრო გაუარესდეს სიღარიბის მდგომარეობა.“

აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე 50 მილიონი ადამიანის 1/5-ს ამერიკაში წლიური შემოსავალი წელიწადში 75 000 დოლარზე მეტი აქვს, რაც ბევრად უფრო მაღალია ვიდრე მათი შემოსავალი ვინც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.

XS
SM
MD
LG