ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რატომ იმატა სუიციდის შემთხვევებმა ევროპაში?


რატომ იმატა სუიციდის შემთხვევებმა ევროპაში?
რატომ იმატა სუიციდის შემთხვევებმა ევროპაში?

ევროპის ქვეყნებში ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მოსახლეობაში თვითმკვლელობის რაოდენობამ იმატა. ეს ტრაგიკული ტენდენცია განსაკუთრებით ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში შეიმჩნევა.

უკანასკნელი კვლევებით, საბერძნეთში 2007-2009 წლებში, წარსულის მაჩვენებელთან შედარებით,15 პროცენტით მეტმა ადამიანმა გამოუტანა საკუთარ თავს სასიკვდილო განაჩენი.

ლავლოს ტსიმასი ბერძენი ჟუნრალისტია და ამ პრობლემას სპეციალურად დოკუმენტური ფილმი მიუძღვნა. ფილმში ტსიმასი თვითმკვლელი ბიზნესმენის ოჯახშჲ მიდის და ოჯახის წევრებს ამ თემაზე ესაუბრება:

“როგორც გაირკვა ახალგაზრდა კაცმა საკუთარი თვითმკვლელობა იდეალურად დაგეგმა. ავტომობილში ბენიზინით სავსე ჭურჭელი ჩააწყო, შემდეგ კი ჩახმახს ხელი გამოკრა და მანქანასთან ერთად აფეთქდა. “

საბერძნეთი დღეს სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე დგას. მთავრობამ ყოვლეგვარი შეღავათები შეუწყვიტა მოსახლეობას და ქვეყნის ბიუჯეტი მუდმივ დეფიციტს განიცდის. დღესდღეობით ყოველი მეექვსე საბერძნეთის მოქალაქე სამსახურის გარეშეა დარჩენილი და ოჯახს ფინანსურად ვერ უზრუნველყოფს.

“საბერძნეთში მომხდარი თვითმკვლელობები განსაკუთრებული იმითაცაა,რომ ადამიანები ამ ნაბიჯზე გააზრებულად მიდიან. ამ გადაწყევეტილებით მათ სურთ საკუთარი ტრაგედია საჯარო აქციონ და საზოგადოებას გამოწვევას გაუგზავნონ.”

საბერძნეთში თვითმკვლელობის მსხვერპლად ძირითადად მამაკაცები ხდებიან. ამას ექსპერტები იმითაც ხსნიან, რომ ბერძენ მამაკაცებს უმუშევრობა ღირსებას ულახავს და სასოწარკვეთილებს სხვა არჩევანიარ აქვთ. თუმცა ანალოგიურად მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება ირლანდიაშიც. საბანკო კრიზისის პარალელურად, ირლანდიაში თვითმკვლელობების რაოდენობამ, ბოლო ორი წლის მანძჲლზე შემაშფოთებელი მაჩვენებლებს მიაღწია.

დევიდ სტაკლერი კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორია. იგი ერთერთი ავტორია კვლევისა, რომელმაც ევროპაში თვითმკვლელობათა ზრდა გამოავლინა:

“ირლანდიის გარდა, გახშჲრდა თვითმკვლელობი ესპანეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც. აქ სუიციდის შემთხვევათა 16 პროცენტით ზრდა დაფიქსირდა.”

პროფესორ სტაკლერის განცხადებით, მოსახლეობაში დეპრესიისა და თვითმკვლელობისადმი მიდრეკილება ეგრეთწოდებული მენტალური კრიზისის შედეგია. კრიზისი კი, ძირითადად მთავრობისა და ხელისუფალთა პასუხისმგებლობაა.

ამის ნათელი დადასტურებაა ის ფაქტიც, რომ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა შვედეთი და ფინეთი, მოსახლეობას მკაცრი განსჩენის გამოტანა საკუთარი თავის მიმართ არ უწევს. ეს კი იმით არის განპირობებული, რომ მთავრობა უმუშევრობის პერიოდში მოქალაქეებს არა მარტო ფინანსური, არამედ მორალურ მხარდაჭერას აძლევს:

“აქედან კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ თანამედროვე ადამიანისთვის მთავარი ფინანსური დახმარება კი არა - სრულყოფილების შეგრძნებაა. ეს კი არა მთავრობის შეღავათს, არამედ კარგ სამსახურს და სოლიდურ ხელფასს მოაქვს”

XS
SM
MD
LG