ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ტიტანიკის“ გამოფენა ვეგასში


„ტიტანიკის“ გამოფენა ვეგასში
„ტიტანიკის“ გამოფენა ვეგასში

გამოფენაზე შესვლის წინ გემის ბილეთს გაძლევენ. მასზე „ტიტანიკის“ ერთ-ერთი ნამდვილი მგზავრის სახელი და გვარი წერია. ექსპოზიციის ბოლო ოთახში კი მემორიალური დაფაა, სადაც გაიგებთ, დაიღუპა თუ გადარჩა ჩასხდომის ბარათის ყოფილი მფლობელი.

ამ სიგნალის შემდეგ გამოფენაზე ისევე შედიხართ, როგორც „ტიტანიკზე“ 1912 წლის 14 აპრილს ადიოდნენ. ჯერ მესამე კლასის შეულამაზებელი კაიუტა უნდა გაიაროთ, სანამ ელეგანტურად მოწყობილ პირველი კლასის განყოფილებაში მოხვდებით, რომელიც იმ ეპოქის ყველაზე მდიდრულ სასტუმროს სჯობდა.

გამოფენაზე 300-ზე მეტი ექსპონატია წარმოდგენილი. თითოეული მათგანი ოკეანის ფსკერზე 1985 წელს, თითქმის 73 წლის შემდეგ აღმოაჩინეს. სამკაულები, პირადი ტუალეტის ნივთები, ფაიფურის და ვერცხლის ჭურჭელი ერიკ ბარის მსგავსად დროში მთელი საუკუნით უკან დაგაბრუნებთ.

“როდესაც ამ შემთხვევით გადარჩენილ ნივთებს ნახულობ, საოკეანო ლაინერზე მოგზაურობას უფრო სახოვნად წარმოიდგენ. მართლა ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს იქ იყავი, დანარჩენ მგზავრებთან ერთად“, ამბობს ერიკი.

გამოფენაზე რამდენიმე რეპროდუქციაც არის წარმოდგენილი. იმიტირებული კიბე დამთვალიერებლების დიდ ინტერესს იწვევს. ის მაშინათვე გეცნობათ, თუკი გახმაურებული კინოფილმი -„ტიტანიკი“- გინახავთ.

ლორი მეიდმენთი ლას ვეგასში დიდი ბრიტანეთიდან ჩამოვიდა. ის ამბობს, რომ ყველაზე უფრო პირველი კლასის ექსპოზიციებმა დააინტერესა. - კიბე განსაკუთრებით ლამაზია, მაშინათვე კინოფილმის გმირი, როუზი, დამიდგა თვალწინ, მსგავს კიბეზე ელეგანტურ კაბაში გამოწყობილი რომ ჩამოდიოდა - სთქვა მან.

გამოფენის სპეციალისტი, რენდი დეილი გემის კორპუსის უზარმაზარ ნაჭერს გვაჩვენებს, და ამბობს, რომ ის ყველაზე დიდი ნივთია, რომელიც ოკეანის ფსკერიდან ამოზიდეს. მისი წონა 15 ტონას შეადგენს, სიგანე კი 8 მეტრია. მეტალის ნაჭერი მთელ ოთახს ავსებს და გემის გრანდიოზული ზომის შეგრძნებასაც არაჩვეულებრივად იძლევა.

რენდის ახალ ოთახში გავყავართ და სპეციალურად დამზადებულ აისბერგს ხელს გვაკიდებინებს, რათა ვიგრძნოთ, თუ როგორი ცივი იყო ოკეანის წყალი მაშინ, როცა „ტიტანიკის“ ჩაძირვა დაიწყო.

„დაღუპულთა უმრავლესობა არ დამხრჩვალა. ისინი ჰიპოთერმიით გარდაიცვალნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმმა არსებობა გადაციების გამო შეწყვიტა“, ამბობს ის.

ემოციური მოგზაურობა გამოფენის ექსპონატებს შორის იმ ოთახში სრულდება, სადაც დამთვალიერებელი საკუთარი ბილეთის ყოფილი მფლობელის ბედს იგებს.

„გადარჩა, გადარჩა! რა მაგარია! ის მხოლოდ 21 წლის ყოფილა“ - ისმის შეძახილები.

გამოფენა ლას ვეგასში საკმაოდ დიდი ხნით, რამდენიმე წლით არის ჩამოტანილი და დამთვალიერებებს ემოციურ მგზავრობას 2018 წლამდე სთავაზობს.

XS
SM
MD
LG