ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაღესტანში 6 პოლიციელი მოკლეს


დაღესტანში 6 პოლიციელი მოკლეს
დაღესტანში 6 პოლიციელი მოკლეს

რუსეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დაღესტანის დედაქალაქ მახაჩკალაში პოლიციის თანამშრომლებზე ორი თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმების შედეგად 6 პოლიციელი დაიღუპა.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ ერთი თავდასხმის დროს შეიარაღებულმა ადამიანებმა პოლიციის მანქანა გაიტაცეს, რომელშიც რამდენიმე ადამიანი იჯდა.

პოლიციის განცხადებით, რამდენიმე საათში ძალოვნებმა ეჭვმიტანილები იპოვეს და მათ მანქანაში ცეცხლი გაუხსნეს. ცეცხლის გაცვლის შემდეგ ეჭვმიტანიელების მანქანა აფეთქდა.

ადამიანის უფლებების დამცველი აქტივისტები ახცხადებენ, რომ პოლიციის წინააღმდეგ ასეთ ძალადობას სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ პატიმრებისა და ეჭვმიტანილების მიმართ სასტიკი და არაჰუმანური მოპყრობა იწვევს.

XS
SM
MD
LG