ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასანჟი - სკანდალის გმირი


ბრიტანეთს და ეკვადორს შორის დიპლომატიური ურთიერთობა დაიძაბა

პარასკევს ვაშინგტონში ლათინური ამერიკის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ. მათი ვიზიტის მიზანი სკანდალური ვებ-გვერდის ვიკილიქსის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის გარშემო განვითარებული მოვლენების განხილვაა. როგორც ცნობილია, უკვე ორი თვეა ის ლონდონში ეკვადორის საელჩოს აფარებს თავს. ეკვადრომა მას პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა, თუმცა ბრიტანეთის მთავრობა ასანჟის ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევს. ლონდონმა ნათლად განაცხადა, რომ თუ ასანჟი ეკვადორის საელჩოს ტერიტორიას დატოვებს, მას დააპატიმრებენ. ამ ამბის დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი სელა ჰენესი ლონდონიდან არკვევდა.
გასულ კვირას ბრიტანეთმა ეკვადორს წერილობით მიმარტა, სადაც ნათქვამია, რომ ლონდონმა შესაძლოა გამოიყენოს 1987 წლის აქტი, რომლის საფუძველზეც ასანჟის საელჩოს შიგნით დააპატიმრებენ. ეკვადორმა ამ წერილს მუქარა უწოდა. თავის მხრივ ლონდონმა ეს ბრალდება უარყო.
შექმნილმა ვითარებამ ბრიტანეთს და ეკვადორს შორის დიპლომატიური ურთიერთობა დაძაბა. ეკვადორის საელჩოსთან დემონსტრაცია მიმდინარეობს. აქ შეკრებილები, 24 საათის განმავლობაში ფხიზლობენ, რათა ასანჟის საელჩოდან ძალით გამოყვანას ხელი შეუშალონ. ერთერთი დემონსტრანტი ამერიკის ხმას ესაუბრა.
„ჩვენ ძალიან გვაშფოთებს, რომ დიდი ბრიტანეთიდან მისი ექსტრადიცია სურთ. მისი აქ ყოფნა ასანჟის უფლებაა და ეკვადორის ხელისუფლებას შეუძლია მას ეს მიანიჭოს,“ -ამბობს ასანჟის მომხრე.
ასანჟმა ლონდონში ეკვადორის საელჩოს თავი ორი თვის წინ შეაფარა და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. მას სურდა თავიდან აერიდებინა შვედეთში მისი ექსტრადირება, სადაც გაუპატიურების და სექსუალური ძალადობის ბრალდებით ელის სასამართლო. ასანჟი აცხადებს, რომ შვედეთში მისი ექსტრადირების შემთხვევაში, მას შეერთებულ შტატებს გადასცემენ, სადაც მას უკვე თავის ვებ-გვერდთან - ვიკილიქსთან დაკავშირებით ელის სასამართლო. როგორც ცნობილია, სწორედ ამ ვებგვერდის საშუალებით ხდებოდა ათასობით ამერიკული საიდუმლო დოკუმენტის გამოქვეყნება. ლონდონელი ადვოკატი ანანდ დუბეი ამერიკის ხმას იმ იურიდიულ დეტალებზე ესაუბრა, რომლის გამოყენებითაც ბრიტანელებს ეკვადორის საელჩოდან ასანჟის ძალით გამოყვანა შეუძლიათ.
„ბრიტანული კანონმდებლობის თანახმად, თუკი საელჩოს უკანონო მიზეზით იყენებ, ან საელჩოს შიგნით იმყოფება ვინმე შეიარაღებული პირი, რომელიც ხალხს საელჩოდან ესვრის. მაშინ ეს არ ჩაითვლება საელჩოში ყოფნის დაშვებულ საბააბდ. ამ შემთხვევაში დიდი ბრიტანეთს ეძლევა უფლება არ განიხილოს ის ადგილი საელჩოს ტერიტორიად, სადაც ადამიანი აკეთებს რაიმე ისეთს, რაც აკრძალულია საერთაშორისო სამართლით, “ - ამბობს დუბეი. მისი თქმით, ბრიტანეთს საელჩოში შეჭრა მხოლოდ იმ შემთხვევაშო შეეძლება, თუკი ამის უფლებას საერთაშორისო სამართალი მიცემს.
ეკვადორის ხელისუფლება აცხადებს, რომ ასანჟის საელჩოში დარჩენა იქამდე შეუძლია, სადამდეც მოსურვებს.
XS
SM
MD
LG