ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეხვედრა ვენაში


მთავარი თემა ირანის ბირთვულ ობიექტებზე ინსპექტორების დაშვების საკითხია

გაეროს ბირთვული სააგენტოს ოფიციალური წარმომადგენლები დღეს ვენაში ირანული დელეგაციის წევრებს ხვდებიან. მთავარი თემა ირანის ბირთვულ ობიექტებზე ინსპექტორების დაშვების საკითხია. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ეჭვობს, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე ატომური იარაღის დამზადების პროცესი მიმდინარეობს. ამგვარი მოლაპარაკებები მხარეებს შორის პერიოდულად იმართება ხოლმე. შეხვედრას წინ უსწრებდა ბირთვული სააგენტოს ახალი ანგარიში, სადაც ექსპერტები შიშობენ, რომ ფორდოვოს მიწისქვეშა ნაგებობაში ირანის ხელისუფლება ურანის გადამუშავების ახლა პროცესს იწყებს.
XS
SM
MD
LG