ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოცწლიანი მოლაპარაკების შედეგი


რუსეთი მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის წევრი გახდა

დღეს რუსეთი მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის 156-ე წევრი ოფიციალურად გახდა, რასაც წინ უსწრებდა დაახლოებით 20 წლიანი მოლაპარაკებები. რუსეთი მსოფლიოს ბოლო უდიდესი ეკონომიკაა, რომელიც ჟენევაში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციას შეურთდა. წევრობის სანაცვლოდ რუსეთი დათანხმდა იმპორტირებულ საქონელზე დაბალი ტარიფების დაწესებას. კერძოდ, არსებული 10 პროცენტიდან საიმპორტო გადასახადი 8 პროცენტამდე დაიკლებს. ასევე, რუსეთი გახნსის ღია ვაჭრობას 11 დასახელების სერვის-სექტორში, მათ შორის საბანკო და სადაზღვევო ინდუსტრიაში.
XS
SM
MD
LG