ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიაში აფეთქებები მოხდა


მანქანაში დამონტაჟებული მეორე ბომბი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აფეთქდა

ლიბიის ხელისუფლების განცხადებით, ორმაგი აფეთქება, რომელიც ქვეყნის დედაქალაქ ტრიპოლიში მოხდა, ყოფილი დიქტატორი მუამარ კადაფის მომხრეების მიერ იყო ორგანიზებული.

აფეთქებები ერთმანეთისგან რამდენიმე წუთის ინტერვალით დღეს დილით მოხდა, როცა ლიბიელები რამადანის დამასრულებელი წირვა ეიდ ალ ფიტრისთვის ემზადებოდნენ.

პირველი აფეთქება ტრიპოლიში სამხედრო აკადემიის შენობასთან მოხდა, სადაც ბომბმა ორი ადამიანი იმსხვერპლა. მანქანაში დამონტაჟებული მეორე ბომბი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აფეთქდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

XS
SM
MD
LG