ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატები ვერდიქტით უკმაყოფილოა


ვაშინგტონს მიაჩნია, რომ ვერდიქტი უკრაინელი ოპოზიციის წევრების დადანაშაულებითაა მოტივირებული

შეერთებული შტატები უკრაინის ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრის იური ლუცენკოს მიმართ გამოტანილი სასამართლო განაჩენით უკმაყოფილოა. ვაშინგტონს მიაჩნია, რომ ვერდიქტი ოპოზიციის წევრების დადანაშაულებითაა მოტივირებული და დემოკრატიის ფასეულობებს ეწინააღმდეგება.

კიევში, ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ ლუცენკოს და ოპოზიციის ლიდერის იულია ტიმოშენკოს გასამართლება უკრაინის მთავრობის მიერ სასამართლოს მართვის მაგალითია.

პარასკევს, კიევის სასამართლომ იური ლუცენკო დამნაშავედ ცნო და 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა განაჩენი ანულირებულია, რადგან იგი ციხეში უკვე ოთხი წელია იმყოფება.

XS
SM
MD
LG