ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის იზოლაცია ძლიერდება


დამასკოს ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრობა შეუჩერდა

შეერთებული შტატების მთავრობამ მოიწონა გადაწყვეტილება სირიისთვის ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრობის შეჩერების შესახებ. მას შემდეგ, რაც 57 წევრისგან შემდგარმა ბლოკმა ეს გადაწყვეტილება გამოიტანა, სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის ვიქტორია ნულანდის განცხადებით, ეს არის „ძლიერი შეტყობინება“ სირიის პრეზიდენტისთვის, რომ მის მიმართ საერთაშორისო იზოლაცია ძლიერდება. ისლამური ქვეყნების ორგანიზაციის გადაწყვეტილება წინ უძღვის გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას, რომელმაც სირიაში დამკვირვებელთა მისიის მანდატის გაგრძელებაზე უნდა იმსჯელოს.

გაეროს ჰუმანიტარული მისის ხელმძღვანელმა ვალერია ამოსმა დღეს დამასკოში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სირიაში ჰუმანიტარულ დახმარებას დაახლოებით 2.5 მილიონი ადამიანი საჭიროებს. ამავდროულად, ამერიკაში მოქმედი „ჰუმან რაითს ვოჩის“ განცხადებით, სირიის ჩრდილოეთით ამბოხებულთა ქალაქ აზაზში სირიის სამხედრო თვითმფრინავმა იერიში განახორციელა, რის შედეგადაც 40 სამოქალაქო პირი დაიღუპა და 100-მდე დაიჭრა. უფლებადამცველებმა დაბომბვის ადგილი მოინახულეს, რის შემდეგაც განცხადეს, რომ თვითმფმრინავის სამიზნე სავარაუდოდ ამბოხებულთაა სიმაგრე იყო.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG