ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთში ახალი პარტია შეიქმნება


პარასკევს ანა ჰაზარემ დელიში ექვსდღიანი შიმშილობა დაასრულა

ინდოეთში კორუფციასთან მებრძოლი აქტივისტის ანა ჰაზარეს მხარდამჭერებმა პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება გადაწყვიტეს. მათი საბოლოო მიზანი პარლამენტში შესვლაა.

ეს განცხადება აქტივისტებმა მას შემდეგ გააკეთეს, რაც პარასკევს ანა ჰაზარემ დელიში ანტიკორუფციული კანონის ჩაგდების გამო, ექვსდღიანი შიმშილობა დაასრულა. ჰაზარე და მისი მხარდამჭერები მინისტრის კაბინეტის 15 წევრის მიმართ კორუფციის ბრალდებით, გამოძიების დაწყებასაც ითხოვდნენ.

პარასკევს ანა ჰაზარემ მხარდამჭერები გაამხნევა და პირობა დადო, რომ 2014 წლის არჩევნებისთვის მთელი ქვეყნის მოსახლეობას გამოაფხიზლებს. ჰაზარეს საბოლოო მიზანია, პარლამენტში ადგილი მოიპოვოს.

XS
SM
MD
LG